Posts

Showing posts from February, 2018

ბავშვობის ასრულებული ოცნება - ინტერვიუ სალომე ღვინიაშვილთან

Image
სალომე ღვინიაშვილი ყოფილი მოდელი და ახლა უკვე დიზაინერია . ამასთანავე , მუშაობს ტელევიზიაში ''პრაიმ შოუ''_ს ერთ-ერთი წამყვანია . მან სულ რაღაც ორი წელია ჩამოაყალიბა საკუთარი ბრენდი და საკმაოდ წარმატებულია . ყოველთვის მინდოდა , მქონოდა შეხება , კავშირი . ბლოგის წყალობით დრო ვიხელთე და ჩავწერე ინტერვიუ ულამაზეს , ეშხიან და დახვეწილ ქალბატონთან _ სალომე ღვინიაშვილთან . დაახლოებით ხუთი წელია , რაც ვთვლი , რომ სალომე ჩემი შთაგონების წყაროა . მისგან ვიღებ ინსპირაციას და ძალიან მსიამოვნებს , ასე ვთქვათ , ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანია . მიხარია , რომ მეძლევა საშუალება გაგაცნოთ სალომე მოდის სამყაროში .                    -რას  ნიშნავს თქვენთვის მოდა და სტილი ?  -პირველ რიგში , ჩემი პროფესიაა . მოდა უკვე ყოველდღიურობად მექცა . ჩემთვის ეს სფერო ყველაფერია  და ვთვლი , რომ მოდის მსხვერპლი არ ვარ და ეს ფაქტი ძალიან მიხარია , თუმცა არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი . -სად მიიღეთ განათლება ?  -თავდაპირველად , განათლება მივიღე თბილისში . დავამთავრე სამხატვრო აკა