Posts

Showing posts from September, 2018

რუჯის მიღების კულტურა და მისი უარყოფითი მხარეები

Image
ულტრაიისფერი სხივებით ვიტამინების მიღება, რუჯის კულტურა, რომლითაც ორივე სქესი ერთნაირადაა დაინტერესებული, რომელიც ბევრი უარყოფითი მხარეების მიუხედავად დღესაც არ კარგავს აქტუალობას.  -აისახება თუ არა ჩვენზე ამ უარყოფითი მხარეების უგულველყოფა?  მე, ხშირად მესმის შემზარავი ფაქტები რუჯის მოყვარულებზე. მაგალითად, თავბრუსხვევა, გულისწასვლა, კანის დაავადებები  და უკიდურეს შემთხვევაში გარდაცვალებაც.  ჩემი აზრით, რუჯი სილამაზის ერთ-ერთი გამოხატულებაა ასევე ეფექტურიც. რუჯის გარეშე ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თავს და მივიჩნევ, რომ ხანდახან სასარგებლოც კი არის, მე არ ვხმარობ ტონალურს და მსგავს საშუალებებს რადაგან ვთვლი, რომ როდესაც გაქვს რუჯი არაფერი აღარ არის საჭირო ყველა შენს ნაკლს ფარავს მაგალითად, უსიამოვნო გამონაყარს. ჩემთვის გასაკვირი არც ყოფილა როდესაც გავიგე, რომ რუჯი ეგვიპელებისგან შემოვიდა. თუმცა, რუჯი მათთვის იყო რიტუალური დანიშნულების. რუჯს ძირითადად დაბალი ფენის წარმომადგენლები ატარებდნენ, რასაც ვერ ვიტყვი იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც შანელმა რუჯი

რატომ მგონია, რომ იტალიაში დავიბადე?

Image
ადგილი სადაც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი.  მისი ისტორია, კულტურა, მოსახლეობა თუ ნებისმიერი სხვა რამ, რაც მას უკავშირდება ჩემთვის გასაოცარია ყველაფერი მომწონს და მაინტერესებს, რაც მას ეხება. ეს არის _ იტალია. როდესაც, ხელოვნების ისტორიას ვსწავლობდი ვრწმუნდებოდი , რომ იტალია ჩემი მეორე სახლია და აუცილებლად გავხდები მისი  ნაწილი.   იტალიაში სად ვიცხოვრებდი ? რა თქმა უნდა, მილანში ეს ხომ მოდის ქალაქია, მას განსაკუთრებული შარმი აქვს, რაც  თავს მაკარგვინებს.  რენესანსის მოდა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის შემდგომ  განვითარებასთან და საკუთარი ინდივიდუალობის შეცნობასთან, პირველ რიგში იტალიაში ჩაისახა - აღორძინების ეპოქის აკვანში. იტალია ჯერ კიდევ შუა საუკუნეების პერიოდში განეკუთვნებოდა ევროპის მეტნაკლებად ცივილიზებული და კულტურული ქვეყნების რიცხვს, სადაც ჯერ კიდევ ცოცხლობდა ანტიკური კულტურის ტრადიციები და საკუთარი ისტორიული მნიშვნელობის შეგრძნება. ხელოვნური შემოქმედების ხარისხის საზომი აქ იყო ანტიკურობა.  იტალიაში დაიბადა უამრავი ცნობილი ბრენდი, რომლებიც საუკეთესო