ბავშვობის ასრულებული ოცნება - ინტერვიუ სალომე ღვინიაშვილთან


სალომე ღვინიაშვილი ყოფილი მოდელი და ახლა უკვე დიზაინერია . ამასთანავე , მუშაობს ტელევიზიაში ''პრაიმ შოუ''_ს ერთ-ერთი წამყვანია . მან სულ რაღაც ორი წელია ჩამოაყალიბა საკუთარი ბრენდი და საკმაოდ წარმატებულია . ყოველთვის მინდოდა , მქონოდა შეხება , კავშირი . ბლოგის წყალობით დრო ვიხელთე და ჩავწერე ინტერვიუ ულამაზეს , ეშხიან და დახვეწილ ქალბატონთან _ სალომე ღვინიაშვილთან . დაახლოებით ხუთი წელია , რაც ვთვლი , რომ სალომე ჩემი შთაგონების წყაროა . მისგან ვიღებ ინსპირაციას და ძალიან მსიამოვნებს , ასე ვთქვათ , ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანია . მიხარია , რომ მეძლევა საშუალება გაგაცნოთ სალომე მოდის სამყაროში . 
                 




-რას  ნიშნავს თქვენთვის მოდა და სტილი ? 


-პირველ რიგში , ჩემი პროფესიაა . მოდა უკვე ყოველდღიურობად მექცა . ჩემთვის ეს სფერო ყველაფერია  და ვთვლი , რომ მოდის მსხვერპლი არ ვარ და ეს ფაქტი ძალიან მიხარია , თუმცა არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი .


-სად მიიღეთ განათლება ? 

-თავდაპირველად , განათლება მივიღე თბილისში . დავამთავრე სამხატვრო აკადემია , შემდეგ მომიწია მეუღლის გამო ინგლისში საცხოვრებლად გადასვლა და იქ რაღაც პერიოდი ვსწავლობდი  ''Salford''_ის უნივერსიტეტში დიზაინის განხრით და შემდეგ ლონდონში გავიარე '' Central Saint Martins''_ის უნივერსიტეტი , სხვადასხვა განხრით  მოდის დიზაინი და მოდის მარკეტინგი ვისწავლე . ხოლო , როცა საქართველოში დავბრუნდი შევქმენი ბრენდი ''SALOME''





-გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯი და წარმატება ? 


-ჩემი პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ იყო თბილისის მოდის კვირეულზე პირველი კოლექციის ჩვენება , რომელიც გაიმართა 2 წლის წინ " Rooms hotel''_ის ეზოში . ვფიქორბ , წარმატებული გამოდგა ეს ნაბიჯი , რადგან ჩემით რამდენიმე მაღაზია დაინტერესდა . სწორედ აქედან დაიწყო ჩემი განვითარება  ამ სფეროში . 



   
-დიდ დროს უთმობთ ჩაცმას ? 

-ჩაცმისთვის ძალიან ცოტა დროს ვხარჯავ . დილით ვდგები და ხასიათის მიხედვით ვირჩევ სამოსს . ძირითადად სპორტულ , თავისუფალ სტილს ვატარებ , ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე და მომწონს კიდეც  . გამოსასვლელად გაპრანჭულს იშვიათად თუ მნახავთ ძირითადად ასე სადმე წასვლის შემთხვევაში ვიცვამ  და ჩემი მეორე სამსახურიც ითხოვს კლასიკურ სტილს . ყოველდღე  არ ვხარჯავ დროს იმაში თუ რა ჩავიცვა ხვალ . 



-პირველი შენი კოლექციის ინსპირაცია ფოტოგრაფების ნამუშევრებიდან იყო აღებული , ახლა რა ან ვინ არის თქვენი შთგონების წყარო ? 


-მართლია , პირველ კოლექციაში ფოტოგრაფების ნამუშევრები იყო , ჩემი ინსპირაციის წყარო . თუმცა შეიძლება გქონდეს იდეები  , მაგრამ კონკრეტული ინსპირაცია არ იყოს . როდესაც ვიწყებ  ახალ კოლექციაზე მუშაობას მჭირდება გარკვეული დრო ვიჯდე და გავაანალიზო ყველაფერი გავაკეთო ''reserch''_ი . ინსპირაციის წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს ,მაგალითად მუსიკა , ფილმი თუნდაც ყოველდგიურობაში , გახვიდე ქუჩაში და თუნდაც შენობამ , ხემ მოგცეს მუზა . 




-შენი საყვარელი დიზაინერი? 

-საყვარელი დიზაინერი არ მყავს , მაგრამ ბოლო პერიოდის საყვარელი დიზაინერი შეიძლება ითქვას ''Anthony Vaccarello ''_ა მისი ბოლო კოლექციები განსაკუთრებით მომეწონა . ასე ვერ იტყვი კონკრეტულად , რადგან რაღაც პერიოდი ვგიჟდებოდი           '' balman''_ზე , მაგრამ საერთოდ აღარ  ვგიჟდები . შეიძლება წლევანდელი ''Balenciaga ''_ს კოლექცია მომეწონოს , მაგრამ  ,შემდეგი სეზონის ნაკლებად ახლა დემნას კოლექციებზე ბევრი გიჟდება , ალბათ იმიტომ , რომ ქართველია , ჩვენია და ახლო დამოკიდებულება გვაქვს მის მიმართ . ჩემი აზრით , მოდის სფეროში  ქაოსია ამ ეტაპზე . ვფიქრობ , '' ვეტმო'' დროებითია და ეს არის უბრალოდ ხალხის გაგიჟება . ჩემთვის  მოდა ასოცირდება სილამაზესთან , კლასიკასთან , ივ სენ ლორანთან , რომელიც სულ მომწონს . ''ვეტმო'' არ მესმის ,  რადგან  ჩემთვის ძალიან უშნოა , მაინც , ალბათ ეს რაღაც პერიოდის ბრალია ხალხიც ასეა , რაც უფრო უშნოა ის მოსწონთ .

- თქვენი საყვარელი სუნამო ? 


-საყვარელი სუნამო ''Isabella Garcie gardenia '' , რომელიც ალბათ 10-11 წელია , რაც მაქვს და არასდროს ვცვლი სუნამოს . ასევე , ორი წელია აღმოვაჩინე ''Exny hollow ''.


-თქვენი აზრით , როგორც მოდელი უფრო წარმატებული იყავით თუ როგორც დიზაინერი ? 

-ვფიქრობ რომ ,  საქართველოში   წარმატებული მოდელი ვიყავი . საზღვარგარეთ ვერ მოვახერხე , რადგან შვილები მყავდა , გავთხოვდი . ოჯახზე უარი რომ მეთქვა შეიძლება წარმატებული ვყოფილიყავი  , რადგან მქონდა შემოთვაზებები . რაღაც პერიოდი პარიზშიც ვმუშაობდი . ახლა დიზაინერი ვარ  და ამასთანავე , ტელევიზიაში  ვმუშაობ , თუმცა ყველა როგორც მოდელს ისე მიცნობს . როგორც დიზაინერი ჯერ არ ვიცი , ვერ გეტყვით რომელ საფეხურზე ვარ , ალბათ , 10 ან რამდენიმე წელიწადში უფრო ზუსტი პასუხი მექნება . 




-რა არის თქვენი მიზანი ცხოვრებაში ? 

-ჩემი მიზანი არის  , ის რომ  ვაკეთო საყვარელი საქმე და რა თქმა უნდა , დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანია , შვილებს მივცე სათანადო განათლება , რათა კარგი არჩევანი გააკეთონ ცხოვრებაში . მინდა , ძალიან ბევრი ვიმოგზაურო . 



-რაზე ოცნებობთ ?

-ოცნებით არც ბავშვობაში , არც ახლა ვოცნებობ . უფრო მიზნები მაქვს , რადგან ვთვლი , რომ შეუძლებელი არაფერია . თუმცა , შეიძლება ჩაითვალოს  , რომ პარიზის მოდის კვირეულზე მინდა მოვხვდე , მაგრამ ეს მიუწვდომელად არ მიმაჩნია . 

-ყველაზე მეტად თავს რომელ სტილში გრძნობთ კომფორტულად  ?

-კომფორტულად სპორტულ ლუქსა  და ჰუდში  ვგრძნობ თავს . 

- რატომ გადაწყვიტეთ აგერჩიათ  პროფესიად  ტანსაცმლის დიზაინი?  

-ბავშვობიდან ვიზრდებოდი ხელოვანთა ოჯახში . მამაჩემი მხატვარია , ბაბუაჩემი მოქანდაკე იყო . ორივე სამხატვრო აკადემიაში მუშაობდა და რატომღაც არ წარმომედგინა ჩემი თავი სხვა სფეროში . თავიდან ჩავაბარე მონუმენტურ გრაფიკაზე , მაგრამ  მეორე კურსზე გადავედი ტანსაცმლის დიზაინზე , რადგან მივხვდი , რომ ეს უფრო მაინტერესებდა ხშირად მიფიქრია , რომ იქნებ როგორც მსახიობი უკეთესი ვყოფილიყავი , მაგრამ არ ვნანობ ჩემს არჩევანს ძალიან მიყვარს . ადრე  ცუდი დრო იყო იმ მხრივ , რომ ვიყავით საკმაოდ პატარები ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად . ვფიქრობ , 21-22 წელი კარგი დროა არჩევანის გასაკეთებლად . 




- ქართველი ქალებიდან რომელის სტილი მოგწონთ ?

-მე ქალებსა და გოგონებს დავყოფდი , რადგან ჩემს ასაკში თავს ვაძლევ უფლებას ვიარო თავისუფალი სტილით , თუმცა 40 წლის  ასაკში უფრო კლკასიკურ სტილს მოვირგებ , რადგან ქალს დახვეწილი სტილი უხდება . გამოვარჩევდი ანუკი არეშიძეს მას სწორედ ისე აცვია , როგორი გარეგნობაც აქვს  და ძალიან უხდება . პარასკევობით , როცა გასართობად ვიცლი , ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვხედავ , რომელთაც გემოვნებიანად აცვიათ და მე ეს ძალიან მომწონს . რამდენჯერაც ჩემი უცხოელი მეგობრები ჩამოსულან , ძირითადად ინგლისიდან , გიჟდებიან ჩვენს გოგონებზე .  ბუნებრივად , ლამაზად და გემოვნებით ჩაცმულები დადიან , რასაც ინგლისელ გოგოებზე ვერ ვიტყვით იქ კატასტროფულად იცვამენ და ძალიან ბევრ მაკიაჟს ხმარობენ . ალბათ , ამიტომაც ხიბლავთ ქართველები . საერთოდ , მეც ძალიან მიყვარს მარტივად ჩაცმა .  



-როგორია თქვენი ქალი , რომლისთვისაც სამოსს ქმნით ? 

-ჩემს ქალს კონკრეტულად ვერ დავახასიათებ , რადგან  ბევრი მხარე აქვს . მეც ასე ვარ , ქაოტური ადამიანი . ვფიქრობ , ჩემი ქალი მე მგავს . ძირითადად  სწორედ ასეთ სამოსს ვქმნი , რომელსაც მეც ჩავიცვამ . მაგრამ არის მომენტები , როდესაც  მომწონს სხვაზე  რაღაც , მაგრამ მე ვერ ჩავიცმავ . ძირითადად ჩემი კოლექცია მე მგავს . 



-სად შოპინგობ ყველაზე ხშირად? 

-შოპინგს რაც შეეხება , ონლაინ საიტებით ვსარგებლობ . ახლა ეს ძალიან მარტივია , იცი ზომა და ყველაფერი . საერთოდ არ მიყვარს შოპინგი ძალიან მღლის . ეს ბევრს უკვირს , რადგან ''შოპაჰოლიკი''  ვგონივარ , ამ დროს  ვერ ვიტან ამ პროცესს . ხშირად , ვმოგზაურობ მეგობრებთან და ზურასთან ერთად , ბოლოს მაგალითად , ბერლინში ვიყავი . უმეტესად მაინც ონლაინ მიყვარს , ძირითადად ფეხსაცმელს ვიწერ . 

-საყვარელი ფერი და კომბინაცია ?

-საყვარელი ფერი შავია , ძალიან მიყვარს , ასევე იასამნისფერი . ფერების კომბინაციას რაც შეეხება ,  ამ ბოლო დროს ყვითელი და იასამნისფერი მომწონს ახლა ამ მომენტშიც და კოლექციაშიც ხშირად ვიყენებ .




 სალომეს ატელიე მდებარეობს ი. აბაშიძის  42 ნომერში . 







Comments

Popular posts from this blog

ბიჭი წითელი ბერეტით

ვინ მიანიჭა დალი ჩიტალაძეს მოდის ექსპერტის წოდება?!

TBILISI FASHION WEEK (spring/summer 2019)