Posts

Showing posts from July, 2018

როგორ შევიმოსოთ ზაფხულში - Hello pool party.

Image
რამდენიც   არ   უნდა   ვილაპარაკოთ ,  ფაქტია ,  რომ   ზაფხულში   მოხდენილი   ფიგურა  და     ეფექტური   საცურაო   კოსტუმი   ყველა   გოგონას   ოცნებაა . ზაფხული   არაფერია   თუ   არ   გაქვს   რუჯი   და   საცურაო   კოსტუმი  .  ჩემი   საყვარელი    სეზონია   და   ყოველთვის   მნიშვნელოვანია ,  როგორ   ფორმაში   ვიქნები  .  როდესაც    ვთვლი ,  რომ   წონაში   მომატებული   ვარ   ვცდილობ   მთლიანი   საცურაო   კოსტუმი    ჩავიცვა .   ჩემი   აზრით ,  როდესაც   აუზზე    მიდიხარ   და   თან  pool party_ ზე   უმჯობესია   მთლიანი   კოსტუმი   გეცვას   შესაფერისი   სათვალე   შეურჩიო   აქსესუარები   და   ასევე   ჰაეროვანი   ხალათი .   წელს  HELLO! pool party_ ზე   არჩევანი   შავ   კოსტუმზე   შევაჯერე   წითელი    აქსესუარებით   და   ასევე      ლეოპარდის   პრინტიან   სათვალეზე .  სასიამოვნო   გარემო   და  მუსიკა   ეს   ისაა ,  რაც   გჭირდება     ადამიანს    სიცხეში     განსანტვირთავად .  

ეს სიგიჟეა ? თუ შენს ხასიათს ლუქი ქმნის

Image
დღეს  გადავწყვიტე გაგიზიაროთ ის ემოცია და შეგრძნება, რომელსაც გემოვნებიანად არჩეული ლუქის ტარება მიქმნის. ჩაცმა გვეხმარება ჩვენ, ვისაც მოდასთან განსაკუთრებული მიზიდულობა გაგვაჩნია .  ეს ერთგვარი ხსნაა კრიზისულ მომენტებში. თუ მკითხავთ, რა მიქმნის ხასიათს ? გეტყვით, რომ ეს არის სამოსი, რომელსაც ყოველდღე ვირჩევ. როდესაც რაღაცაში არ მიმართლებს და ეს ჩემს შინაგან მდგომარეობაზეც მოქმედებს, ვირჩევ ისეთ სამოსს, რომელიც მე წამიერად მაბედნიერებს და ეს ჩემთვის ყველაფერია . ინსპირაცია ხშირად ასეთ მომენტებში მოგვიკაკუნებს, როდესაც ჩვენთვის ის ჰაერივით საჭიროა. ვის არ ჰქონია ცხოვრებაში რთული დღეები?! მაგრამ ყველა ცდილობს, რაღაც გზით გაექცეს სასოწარკვეთას. მე, როდესაც ვთვლი, რომ ყველაფერი თავზე  მენგრევა, სასწრაფოდ ორ რაღაცას ვაკეთებ: 1 . ზარი მეგობართან  2 . ჩაცმა ისე რომ თავი უბედნიერესად ვიგრძნო. ამ ყველაფრის შემდეგ ვსეირნობთ ცენტრალურ ქუჩებში და თითოეული ადამიანის გამოყოლებული მზერა მავსებს და მაცოცხლებს. (ეს რაღაც სასწაულია, არ მეთანხმებით ? ) სწორედ ეს არის ჩემი ხასიათის საი