Posts

Showing posts from December, 2017

LANUK jewelry

Image
LANUK JEWELRY დახვეწილი და ელეგანტური სამკაულების ბრენდი, რომელიც წელიწად ნახევარია არსებობს და უდიდეს წარმატებას მიაღწია საქართველოს საზღვრებს გარეთ .. მასზე წერენ  ELLE Russia   Vogue Ukraine   Hello! Russia ..  შეგიძლიათ შეუკვეთოთ და გაახაროთ უამრავი ლამაზი ქალის გული ამ ბრენდის ხელნაკეთი სამკაულებით . ასევე არის  საახალწლო  ფასდაკლება ,იჩქარეთ. მისაღებ ფასში შეძლებთ შეძენას და რაც მთავარია დახვეწილ ნამუშევართან ერთად  იქნება ხარისხიანი სწორედ ეს არის, რატომაც გირჩევთ ამ ბრენდს . გილოცავთ დამდეგს ! 

Before (მანამდე)

Image
არტერეა გალერეაში 29 დეკემბერს შედგა არაჩვეულებრივი არტ გამოფენა სადაც, ვიხილეთ პერფორმანსი, უჩვეულო ნაძვის ხე , საუნდი , ვიდეო არტი , ფოტო ინსტალაცია . ამასთან დავაგემოვნეთ ქართული "ქებურიული" ღვინო და ვნახეთ ქართული ჩაის დამზადების პროცესი .    პროექტის ავტორი: რია ქებურია გალერეა და ასოციაცია ‘არტ კავკასია’   მონაწილე ქვეყნები: აზერბაიჯანი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი თანამდგომი ორგანიზაციები: ARTAREA   არტისტი, დიზაინერი /რია ქებურია - მხატვარ ჯემა სატართან /აზერბაიჯანი, მოსკოვი/ თანამშრომლობით - ბედის ხე ფოტოგრაფი /მარი ათანელი - შეისუნთქე ხელოვნება მხატვარი, დიზაინერი /უტა ბექაია - ჩიჩილაკი  პერფორმერი /რუდოლფ ტერ ოგანეზოვი /სომხეთი, მოსკოვი/ - ახალ წლამდე 23:59     გამოფენა გადმოსცემს სხვადასხვა ქვეყნის მხატვრების მიერ დანახულ 2017 წლის ბოლო ემოციასა და წინა საახალწლო მზადების განცდას. ტრადიციულ ჩიჩილაკს და თანამედროვეობას. შუაღამის დადგომამდე პირობითი ბოლო წუთი, როგორც მიმავალი  წლის სიმბოლო და ამავე დროს ჯადოსნური დღესასწაულის დადგომის დრო. ნაძვი

DATUNA ქართველი დიზაინერი

Image
საქართველოსში , ბევრი დიზაინერია .თუმცა ჩვენ, ყველას ,ჩვენი გემოვნება და შეხედულებები გვაქვს. მაგრამ , არ მგონია ,რომ ვინმე შემეწინააგმდეგოს იმაში , რომ დათუნა სულიკაშვილი გამოირჩევა დახვეწილობით .კოლექცია მუდამ საინტერესო და შინაარსიანია. მართალია მე მიყვარს ფერები და ასევე მათი გრადაციები  თუმცა დათუნას კოლექციაში დომინანტი ფერი შავია, ამის მიუხედავად ,  ჩემთვის ის მაინც შეუდარებელია . ალბათ , ეს მისი პიროვნებიდანაც არის გამოწვეული . არიან თავაწეული დიზაინერებიც და თავმდაბალიც ,რომლებიც სიამოვნებისთვის ქმნიან, უყვართ , ესმით და  ხედავენ. სწორედ ამას ვაფასებ და ვხედავ დათუნაში, გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩემს ხედვაში .  მას ხარისხიანი და დახვეწილი კოლექცია აქვს და ასეთივე ჩვენებები.მას მუდამ დიდი ინტერესით და ემოციით ველოები. ბევრი მეკითხება , რომელი ქართველი დიზაინერი მოგწონს ? მე ვპასუხობ მათ ყოველთვის დათუნა , დათუნა , დათუნა !
Image
საზოგადოების უმრავლესობას ჰგონია , რომ მთავარია გეცვას ბრენდი და  უკვე გემოვნებიანად , მოდურად გამოიყურები . ამ დროს ეს ასე არ არის . მთავარი ის არ არის თუ რამდენად ღირებული გაცვია , არამედ ის თუ როგორ გაქვს შეხამებული , გიხდება თუ არა . ასევე რას გვეუბნება დღევანდელი შენი "look"_ი . ხშირად გვიკვირს თუ რატომ აცვია უგემოვნოდ მას, ვისაც შესაძლებლობა აქვს . ვფიქრობ , რომ მუდამ გემოვნებიანად გამოიყურებოდე ეს ნიჭია . ჩემი აზრით, შენ უნდა გრძნობდე მოდის, სტილის რიტმს შენში ცხოვრობდეს ეს სიყვარული , დახვეწილობა , თვდაჯერებულობა . აღქმა უნდა შეგეძლოს . ეს არის მთავარი რაც , ბევრს არ აქვს . ამიტომ აღარ მიკვირს თუ რატომ აცვია სხვას ასე , მართალია არ უნდა ვაკრიტიკებდეთ მის გემოვნებას რადგან, ასე კომფორტულად გრძნობს თავს , თუმცა როცა მოდით ხარ შებყრობილი რთულია თვალი აარიდო ამ ყველაფერს . ტენდენციებს რაც შეეხება არ არის აუცილებელი აიტაცო , მთავარია   მოგიხდეს . ან შეიძლება, მოგეწონოს სხვაზე რაიმე სამოსი და ერთი-ერთში კი არ უნდა გადავიტანოთ , არამედ  ინსპირაცია ავიღოთ.  როცა ფიქრობთ , რა

street style

Image
არ არის საჭირო გეცვას ბრენდი, მთავარია გემოვნებიან ლუქს ქმნიდე და შენს შინაგან ხასიათსა თუ საკუთარ მე_ს გამოხატავდე.

About me

Image
დავიბადე 1999 წლის 27 დეკემბერს თბილისში. ბავშვობიდან მიყვარდა მოდა და ბაღში ხშირად ვაწყობდი ჩვენებებს . ყოველთვის მქონდა სტილის შეგრძნება ,ვიცოდი სულ პატარამაც ,რომ მინდოდა ვყოფილიყავი ტანსაცმლის დიზაინერი და ვერც ვერავინ მხედავდა სხვა სფეროში ,რაც მე სიამოვნებას მგვრიდა . სულ ვკერავდი პატარა ტანსაცმელს ჩემი ბარბებისთვის და ეს იყო ჩემი სამყარო , სადაც ყველაზე ბედნიერი ვიყავი . შემდეგ საქართველოში ჩამოყალიბდა თბილისის მოდის კვირეული ,რამაც ჩემს ოცნებას ფრთები შეასხა . პირველ ჩვენებაზე თავისუფალი დასწრება იყო და მეც მომიწია მარტო წასვლა , იმდენად მინდოდა დასწრება . შემდეგ ეს სფერო უფრო განვითარდა და მერსედეს ბენცის მოდის კვირეული ჩამოყალიბდა , რომელიც უფრო ხარისხიანი იყო , ვიდრე სხვა .ამიტომ მოსაწვევების შოვნა რთული იყო , მაგრამ ჩემთვის რატომღაც ყოველთვის ხელმისაწვდომი . ბოლო პერიოდში ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში მოდის კრიტიკოსს დალი ჩიტალაძეს . მან ხელი შემიწყო მენახა ბევრი ჩვენება , სადაც დასწრება რთული იყო . ყოველთვის ყველაფერს მარტო ვცდილობდი და მიმართლებდა

Lady gaga wearing AVTANDIL

Image
სასიამოვნო სიახლე ქართველი დიზაინერების გულშემატკივრებისთვის , გიორგი ქებურიას კოპლიანი კაბის შემდეგ , ლედი გაგამ ავთანდილის სამოსი მოირგო  შემოდგომა -ზამთრის 2018 წლის კოლექციიდან.  თბილისი მომავალი მკოდის ქალაქი? დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.