Posts

Showing posts from November, 2018

MBFWT SS19

Image
სეზონიდან სეზონამდე  მოლოდინი გვაქვს მოდის კვირეულის და ახალი კოლექციების, ტრენდების. 5 დღე გვივსებს ცხოვრებას და გვავსებს სასიამოვნო სიახლეებითა და ემოციებით. ყოველ სეზონზე არის გაუმჯობესებული კვირეული, უფრო ვითარდებით და ვიხვეწებით ბევრი გამოცემა, ბლოგერი, ფოტოგრაფი, კრიტიკოსი და ბაერი  ინტერესდება საქართველოთი, ქართული მოდით. ასეთი წარმატებისთვის ქართველ წარმატებულ დიზაინერებსა და რა თქმა უნდა სოფო ჭყონიას უნდა ვუმადლოდეთ. სოფო არის თავისი საქმის პროფესიონალი ზუსტად იცის რა უნდა გააკეთის და როგორ უნდა განავითაროს ქართული მოდა.   გაზაფხული/ზაფხული 2019 წლის კოლექციები ნამდვილად აღსანიშნავია. მოდის ჩვენება მაშინ არის შემდგარი, როდესაც კოლექცია მუსიკა და ლოკაცია ერწყმის ერთმანეთს და ახდენს ფურორს დამსწრე საზოგადოებაზე. ამ სეზონზე მე არ შემიძლია არ ავღნიშნო Situationist_ი, ირაკლი რუსაძემ ჩვენება კლუბ ბასიანზე მოაწყო და ჰოლივუდური რიტმიც დაუმატა ამ ყველაფერს  იყო სასწაული გარემო, მუსიკა, კოლექცია და ასევე მოდელები. ნამდვილად, რომ ირაკლი რუსაძეს შეგვიძლია შემდგარი დიზ