Posts

Showing posts from February, 2020

სად შევიძინოთ ტანსაცმემლი, აქსესუარები იაფად და გემოვნებით

Image
ტანსაცმელი ეს არის ის, რაც მე ბედნიერებას მანიჭებს. საქართველოში ძალიან განსხვავებული და გემოვნებიანი ხალხი ცხოვრობს. ეს ოდითგანვე ასე იყო და ახლა, ამას მსოფლიოც აღიარებს. თუმცა ამბობენ, რომ გემოვნებიანი, მაგრამ ღარიბი ხალხი ცხოვრობსო. ეს მართლაც ასეა . მე დიდი ხანია მეორადი ტანსაცმლის მაღაზიების მომხმარებელი ვარ, თუმცა ახლა ეს ტრენდად ითვლება. ძალიან ბევრი დადის, რადგან თუ გინდა გეცვას უცხოდ, მოდურად გემოვნებით და თან ხარისხიანად უნდა მოძებნო ზუსტად მეორადში, თუმცა ამას დრო სჭირდება, რადგან უნდა იპოვო ფუთებში სადაც ძალიან ბევრი სახის ტანსაცმელია. მაგრამ, შეიძლება ხელი ისეთ ბრენდს გამოჰკრა და ისე იაფად იყიდო შენთვითონ გაგიკვირდება. ამიტომ, გირჩევთ ცადოთ მეორადებში ბედი. უკვე მთელ თბილისშია სხვადასხვა მეორადები, თუმცა ცნობილია სადგურის მოედანზე "ორსართულიანები" და ასევე წერეთლის 117 _ში. ეს ყველაზე მაშტაბური ადგილებია, სადაც წონითაც იყიდით და ისეც დაბალ ფასში. წინით, როდესაც ყიფულობ ძალიან მარტივია, რადგან ხშირად ერთი მაისური 1ლ ჯდება რა თქმა უნდა , ყველაფერს, რასაც

მაღალი მოდა გადაშენების პირას

Image
მსოფლიო, განვითარების მწვერვალებს იპყრობს და ეს ხელს უშლის ადამიანის ფანტაზიას, აზროვნებას. მოდა გახდა ერთფეროვანი, დაიკარგა ფასეულობები. სამწუხაროდ, დიზაინერებს უწევთ პრეტაპორტეს ხაზზე მუშაობა და იმაზე ფიქრი, თუ რამდენად გაყიდვადი იქნება მათი შემოქმედება, თუ რა უნდა მომხმარებელს . ინსტაგრამი არის აპლიკაცია, რომელიც ინფორმაციის ყველაზე კარგი წყაროა. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი წერტილიდან ვადევნოთ თვალი მოდის კვირეულებს და ჩვენებები ვნახოთ პირდაპირ ეთერში. ეს, რა თქმა უნდა რაღაც მხრივ ძალიან კარგია მსოფლმხედველობის განვითარებისთვის. ჩემთვის მიუღებელია, მაგალითად ის, რომ უკვე ყველა ერთი და იგივე ტენდენციურ ნივთს ეტანება, ყველას ერთი სტილი ჩამოუყალიბდა. აღარ უწევთ ფიქრი, რას რა შეუხამონ, რადგან ინსტაგრამზე თვალს ადევნებენ ინფლუენსერებს, რომლებიც ძნელია ერთმანეთისგან გაარჩიო. შემოსავლებსაც კი აპლიკაციის საშუალებით იღებ და ამის გამო ერთფეროვანი ხდება ყველაფერი. მაღალი მოდა გადაშენების პირას არის, რადგან ერთჯერადი ხდება. ის, რაც ერთხელ უკვე მოირგეს და სოციალურ ქსელში გამოჩნდა გამოუსადეგარი ხდ