Posts

Showing posts from April, 2019

ბიჭი წითელი ბერეტით

Image
თბილისში, სულ რამდენიმე წელია, რაც განვითარებადი გახდა ღამის ცხოვრება. რაც ჩემი აზრით, ძალიან დასაფასებელი და აღსანიშნავია. ტურისტები ხშირ შემთხვევაში კლუბის გამო ჩამოდიან, რადგან ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით საკმაოდ განვითარებულია. ჩემთვის განტვირთვის საათები სწორედ ღამით იწყება და მუსიკასთან ერთად სიამოვნებას ვიღებ იმ საზოგადოებით, რომლებიც განსაკუთრებულად უდგებიან ჩაცმის სტილს. ბედნიერი ვარ, როდესაც ამდენ განსხვავებულ, დახვეწილ, გემოვნებიან ადამიანს ვხედავ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ თავს გამოხატავენ და იმ გრძნობებს, ემოციას, რასაც მთელი კვირის მანძილზე აგროვებენ. არ მესმის, იმ ხალხის ვინც ჩვენ გვზღუდავს, ცალი თვალით გვიყურებს და ფიქრობს, თუ რა საცოდავები და ამაზრზენები ვართ. ამ დროს ისინი სულაც არ გვიცნობენ, ამიტომაც არასწორად აფასებენ ადამიანებს, თუნდაც მათ ვინც განსხვავდება თავისი შეხედულებით ორიენტაციით ან რაიმე სხვა დამახასიათებელი ნიშნით. ელექტრონული მუსიკა თანხვედრაშია მოდასთან და  სტილთან ხშირად ხდება ინსპირაციის წყარო თუ ინტერესის ობიექტი. კლუბში დადებით ემოციას, ბევრ