ეს სიგიჟეა ? თუ შენს ხასიათს ლუქი ქმნის
დღეს გადავწყვიტე გაგიზიაროთ ის ემოცია და შეგრძნება, რომელსაც გემოვნებიანად არჩეული ლუქის ტარება მიქმნის. ჩაცმა გვეხმარება ჩვენ, ვისაც მოდასთან განსაკუთრებული მიზიდულობა გაგვაჩნია . ეს ერთგვარი ხსნაა კრიზისულ მომენტებში.

1 . ზარი მეგობართან
2 . ჩაცმა ისე რომ თავი უბედნიერესად ვიგრძნო.
ამ ყველაფრის შემდეგ ვსეირნობთ ცენტრალურ ქუჩებში და თითოეული ადამიანის გამოყოლებული მზერა მავსებს და მაცოცხლებს. (ეს რაღაც სასწაულია, არ მეთანხმებით ? ) სწორედ ეს არის ჩემი ხასიათის საიდუმლო .
დღეს მე ამ თემაზე ლაპარაკის სურვილი გამიჩინა სერიალმა, რომელიც უკვდავია მოდის სამყაროში რა თუ არა "სექსი დიდ ქალაქში ", რომელიც ამ სტატიის ინსპირაციის წყაროდ იქცა. სერიალში დიდი გემოვნებითაა გადმოცემული ყველაფერი და გმირებისგან ბევრი რამ შეიძლება ისწავლო. რამდენიმე სერიამ წერის დიდი სურვილი გამიჩინა და ძალიან მომინდა გამეზიარებინა თქვენთვის თუ რას ნიშნავს გემოვნებით ჩაცმა და საერთოდ, რა ახასიათებს მას. ერთადერთი ცუდი ის აქვს, რომ თავბრუს გვახვევს და ამის გამო შეიძლება დაგეგმილი ვიზიტი გადადო .
როდესაც შენ ქუჩაში გადიხარ უნდა გაიფიქრო, რომ საუკეთესო ხარ ამ სამყაროში. დარწმუნებული უნდა იყო, რომ სწორად იმ წამს საუკეთესოდ გამოიყურები. გადადგი ნაბიჯი და დააჯერე ყველას ის, რისიც თავად გჯერა .
შეიძლება სიგიჟეა, მაგრამ ჩემთვის მთავარი არ არის რამდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს მთავარია როგორ ფორმაში ვარ . ერთ-ერთ დიზაინერს უთქვმს , - "თუ თავს არაკომფორტულად გრძნობ, ესე იგი მოდურად გაცვია." სწორედაც, რომ კომფორტი ჩემთვის მეორე ხარისხოვანია, სილამაზე ხომ მსხვერპლს მოითხოვს?! ყოველთვის უნდა გამოხატავდე შენ თავს, შენს გარეგნობაში .
Comments
Post a Comment