MBFWT SS19
სეზონიდან სეზონამდე მოლოდინი გვაქვს მოდის კვირეულის და ახალი კოლექციების, ტრენდების. 5 დღე გვივსებს ცხოვრებას და გვავსებს სასიამოვნო სიახლეებითა და ემოციებით. ყოველ სეზონზე არის გაუმჯობესებული კვირეული, უფრო ვითარდებით და ვიხვეწებით ბევრი გამოცემა, ბლოგერი, ფოტოგრაფი, კრიტიკოსი და ბაერი ინტერესდება საქართველოთი, ქართული მოდით. ასეთი წარმატებისთვის ქართველ წარმატებულ დიზაინერებსა და რა თქმა უნდა სოფო ჭყონიას უნდა ვუმადლოდეთ. სოფო არის თავისი საქმის პროფესიონალი ზუსტად იცის რა უნდა გააკეთის და როგორ უნდა განავითაროს ქართული მოდა.

გიორგი ქებურია არ შეიძლება გამოგვრჩეს მისი დამახასიათებელი სტილი ფერების კოლორიტი და ხასიათი უცვლელია, ის ყოველთვის ახერხებს მოახდინოს შთაბეჭდილება დამსწრე საზოგადოებაზე. მისი კოლექციით ნებისმიერ ასაკში მოიხიბლები.
ჯაბა დიასამიძე ეს ის დიზაინერია, რომელის ჩვენების დროსაც თავი პარიზში მგონია და ეს ემოცია დიდ ხანს მომყვება. ძალიან დახვეწილი, გემოვნებიანი, მომხიბვლელი ქალი და ასევე მამაკაცი რომელიც ამ სეზონზე გამოჩნდა მის კოლექციაში ფრანგული და ქართული მუსიკა ხშირად ისმის მის ჩვენებებზე. ჯაბა თავიდან ბოლომდე გვანახებს მის სამყაროს თავისი მოდელებით და უცხო სახეებით რომელთა ხასიათიც მის კოლექციას ძალიან უხდება.
დათუნა სულიკაშვილი ჩემთვის ყოველთვის გამორჩეულად საყვარელი დიზაინერია. წელს მისი კოლექციის ჩვენება "space hall"_ში იყო გამორჩეული ინსტალაციისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით თუმცა ვფიქრობ მასზე დემნა გვასალიას გავლენა იგრძნობოდა. მისი კოლექცია ნამდვილად ეფექტური იყო ამ სივრცეში.
Bessarioni ყოველთვის გამოირჩევა თავისი სთაილინგით,ენერგიით, რიტმით მისი ქალი ყოველთვის განსხვავებულია შარმიანი მარტივი და თავისუფალი, რომელიც ყველაფერს იხდენს და მუდმივად აოცებს საზოგადოებას თავისი ინდივიდუალიზმით . ამ სეზონზე ნამდვილად დადო ის კოლექცია რაც ბესარიონს შეეფერება.
ამირეჯიბი ახალი დიზაინერი ამ სეზონზე. ჩემი საყვარელი პრინტი და ჰაეროვანი კოლექცია ნამდვილად დადებითი ემოცია გამოიწვია ჩვენში. ვულოცავ მას პირველი ჩვენების წარმატებას.
ქართული მოდა ნამდვილად ვითარდება და მისი მუხტი მოდის მოყვარულებს მთელი სეზონის ენერგიას ჰმატებს. ჩვენ წელს ძალიან ბევრი დიზაინერის ჩვენებით მოვიხიბლეთ მათ შორის თამუნა ინგოროყვა, ავთანდილი,მატერიალი და სხვა დიზაინერები იყვნენ. მე მოხარული ვარ , რომ ქართული მოდა ასეთი მოთხოვნადი და წწარმატებული გახდა. ვიმედოვნებ უფრო გავიზრდებით პროფესიული კუთხით და მსოფლიოში ჩვენ სახელს დავამკვიდრებთ.
Comments
Post a Comment