ბიჭი წითელი ბერეტით
თბილისში, სულ რამდენიმე წელია, რაც განვითარებადი გახდა ღამის ცხოვრება. რაც ჩემი აზრით, ძალიან დასაფასებელი და აღსანიშნავია. ტურისტები ხშირ შემთხვევაში კლუბის გამო ჩამოდიან, რადგან ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით საკმაოდ განვითარებულია.
ჩემთვის განტვირთვის საათები სწორედ ღამით იწყება და მუსიკასთან ერთად სიამოვნებას ვიღებ იმ საზოგადოებით, რომლებიც განსაკუთრებულად უდგებიან ჩაცმის სტილს. ბედნიერი ვარ, როდესაც ამდენ განსხვავებულ, დახვეწილ, გემოვნებიან ადამიანს ვხედავ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ თავს გამოხატავენ და იმ გრძნობებს, ემოციას, რასაც მთელი კვირის მანძილზე აგროვებენ.
არ მესმის, იმ ხალხის ვინც ჩვენ გვზღუდავს, ცალი თვალით გვიყურებს და ფიქრობს, თუ რა საცოდავები და ამაზრზენები ვართ. ამ დროს ისინი სულაც არ გვიცნობენ, ამიტომაც არასწორად აფასებენ ადამიანებს, თუნდაც მათ ვინც განსხვავდება თავისი შეხედულებით ორიენტაციით ან რაიმე სხვა დამახასიათებელი ნიშნით. ელექტრონული მუსიკა თანხვედრაშია მოდასთან და სტილთან ხშირად ხდება ინსპირაციის წყარო თუ ინტერესის ობიექტი. კლუბში დადებით ემოციას, ბევრ სიყვარულს, სითბოს, ემოციების კორიანტელს იღებ. განსხვავებული სტილიც კარგად ჩანს, დღისით იშვიათად ვხედავ ხალხს, რომლთაც ადარდებთ ჩაცმა, მოდა, გარეგნობა რაც სამწუხაროა. ცუდია ასევე, რომ არ ესმის ძალიან ბევრს ის, რაც ახალგაზრდებს მოგვწონს, რაც ჩვენთვის მისაღებია. მოდაში მუსიკაც დიდ როლს ასრულებს ყველაფერთან ერთად. ხშირად კოლექციას აღამაღლებს და იმ დეტალს ემოციას ჰმატებს, რაც მუსიკის გარეშე არ იქნებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ხშირად ყოფილა მომენტი, როდესაც კოლექცია მუსიკის დინამიკის გამო მომწონებია, ამიტომ ვფიქრობ, ხელოვნების ყველა განხრა ერთმანეთთან თანხვედრაშია და ავსებს ცარიელ ადგილებს და საბოლოოდ ჩვენ ვიღებთ შედევრს. სტილი, კი ყოველთვის უნდა გვქონდეს ინდივიდუალური, რადგან გამოვიყურებოდეთ განსხვავებულად და ეფექტურად.
ლუკა ბიჭიკაშვილი, ბიჭი, რომელიც ყურადღებას იპყრობს თავისი განსხვავებული ინდივიდუალური სტილით, უცხო გარეგნობით და ასევე ცეკვით. მე პირველად მისით დავინტერესდი კლუბში, რატომ?
ვთვლი, რომ დაგაინტერსებთ ლუკას შესახებ მცირე ინფორმაცია, აზრი მოდასა და მუსიკაზე.

Comments
Post a Comment