Before (მანამდე)

არტერეა გალერეაში 29 დეკემბერს შედგა არაჩვეულებრივი არტ გამოფენა სადაც, ვიხილეთ პერფორმანსი, უჩვეულო ნაძვის ხე , საუნდი , ვიდეო არტი , ფოტო ინსტალაცია . ამასთან დავაგემოვნეთ ქართული "ქებურიული" ღვინო და ვნახეთ ქართული ჩაის დამზადების პროცესი .
  პროექტის ავტორი: რია ქებურია გალერეა და ასოციაცია ‘არტ კავკასია’ 
მონაწილე ქვეყნები: აზერბაიჯანი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი
თანამდგომი ორგანიზაციები: ARTAREA


  არტისტი, დიზაინერი /რია ქებურია - მხატვარ ჯემა სატართან /აზერბაიჯანი, მოსკოვი/ თანამშრომლობით - ბედის ხე

ფოტოგრაფი /მარი ათანელი - შეისუნთქე ხელოვნება

მხატვარი, დიზაინერი /უტა ბექაია - ჩიჩილაკი 

პერფორმერი /რუდოლფ ტერ ოგანეზოვი /სომხეთი, მოსკოვი/ - ახალ წლამდე 23:59

  გამოფენა გადმოსცემს სხვადასხვა ქვეყნის მხატვრების მიერ დანახულ 2017 წლის ბოლო ემოციასა და წინა საახალწლო მზადების განცდას. ტრადიციულ ჩიჩილაკს და თანამედროვეობას. შუაღამის დადგომამდე პირობითი ბოლო წუთი, როგორც მიმავალი წლის სიმბოლო და ამავე დროს ჯადოსნური დღესასწაულის დადგომის დრო. ნაძვის ხის სათამაშოების ფერები და მონაწილე პერფორმერები, როგორც სიცოცხლის ბილიკების ილუსტრირებული განსახიერება. ბოლოს საახალწლო განწყობის შესაქმნელად შეისუნთქეთ ხელოვნება ნარკოტიკის ნაცვლად. 

   რია ქებურიას ახალი პროეკტი ცისარტყელას სპეკტრს ეძღვნება, როგორც სიცოცხლის ბილიკების ილუსტრირებულ განსახიერებას. ოთახში ცისარტყელას 6 ფერში შეღებილი თაროებია, რომელიც სიმბოლურად სვადასხვა გმირების-ადამიანების ბედს აღნიშნავს . ერთად ისინი ცისარტყელას დროშას ქმნიან , ლგბტ თემის საერთაშორისო სიმბოლოს. მონაწილეები იწყებენ გუნდაობას . რიას მხრიდან ეს თვისებური მინიშნებაა მათი საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციის ფარგლებში მუდმივი ურთიერთობების თითოეული ადამიანი გადის არა მარტო საკუთარ სასიცოცხლო გზას , არამედ თავისი ქმედებით დიდ გავლენას ახდენს მის გარშემო მყოფ ადამიანებზეც. 
  6 გმირი ხელებზე ლენტენბით მიბმულნი არიან თაროებთან და მთლიანობაში საახალწლო ნაძვის ხის სიმბოლოს ქმნიან . ახალ წელს წმინდა და საკრალული მნიშვნელობა აქვს . უძველესი დროიდან სლავმა ხალხმა აირჩია მარად მწვანე მცენარეები როგორც მარადიული სიცოცხლის სიმბოლო. საახალწლო ნაძვის ხის ერთობლივი მორთვა არა მარტო საახალწლო განწყობის შესაქმნელადაა არამედ მომავალი წლისთვის საკუთარი ბედის განსაზღვრის სიმბოლოს აღნიშნავს . 

  ფერები  ადამიანის სიცოცხლის 6 კომპონენტია : წითელი - სასიცოცხლო ენერგიას აღნიშნავს,ნარინჯისფერი- მეგობრობას , ყვითელი-ჯანმრთელობას ,მწვანე-ბუნებასთან შერწყმას, ლურჯი- ჰარმონიას  და საბოლოოდ იისფერი - სულიერება და ინტელექტია.  
       
   პროეკტის მიზანია წარმოადგინოს ცხოვრება- არა მარტო როგორც გადარჩენა , არამედ გადმოგვცეს ინდივიდებისადმი ხალხის- "საზოგადოების" დამოკიდებულების ეფექტი . როდესაც სხვადასხვა პერსონაჟი სხვადასხვა მიზნით , სხვადასხვა ადგილებიდან იწყებს თამაშს ,იძულებული ხარ ურთიერთ დამოკიდებულებაში იყო მათთან. გაუგებარია გინდა თუ არ გინდა ,მაგრამ ფაქტია, რომ გამოცდილებას მხოლოდ შენივე განვლილი გზიდან იღებ . თამაშის ბოლოს გმირების სახეებზე , კოსტუმებზე და ჯიბეებში ყველა ფერადი ნახატი თითოეული ინდივიდის  ბედს ასახავს .  
    
  გამოფემნაზე ასევე წარმოგვიდგინეს , წამიერი ექსკლუზიური სანახაობა თუ როგორ იქმნება, ხელოვნური ფერადი თოვლი , რომელიც გამოფენილ ფოტოებზეც იყო , გამოსახული .  ამ პერფორმანსში მონაწილეობა მიიღო გიგა უჩუვატოვმა და Matt shally

https://www.instagram.com/p/BdQd_yZFQL5/?taken-by=utabekaia











 



Comments

Popular posts from this blog

ბიჭი წითელი ბერეტით

ვინ მიანიჭა დალი ჩიტალაძეს მოდის ექსპერტის წოდება?!

TBILISI FASHION WEEK (spring/summer 2019)