საზოგადოების უმრავლესობას ჰგონია , რომ მთავარია გეცვას ბრენდი და  უკვე გემოვნებიანად , მოდურად გამოიყურები . ამ დროს ეს ასე არ არის . მთავარი ის არ არის თუ რამდენად ღირებული გაცვია , არამედ ის თუ როგორ გაქვს შეხამებული , გიხდება თუ არა . ასევე რას გვეუბნება დღევანდელი შენი "look"_ი . ხშირად გვიკვირს თუ რატომ აცვია უგემოვნოდ მას, ვისაც შესაძლებლობა აქვს . ვფიქრობ , რომ მუდამ გემოვნებიანად გამოიყურებოდე ეს ნიჭია . ჩემი აზრით, შენ უნდა გრძნობდე მოდის, სტილის რიტმს შენში ცხოვრობდეს ეს სიყვარული , დახვეწილობა , თვდაჯერებულობა . აღქმა უნდა შეგეძლოს . ეს არის მთავარი რაც , ბევრს არ აქვს . ამიტომ აღარ მიკვირს თუ რატომ აცვია სხვას ასე , მართალია არ უნდა ვაკრიტიკებდეთ მის გემოვნებას რადგან, ასე კომფორტულად გრძნობს თავს , თუმცა როცა მოდით ხარ შებყრობილი რთულია თვალი აარიდო ამ ყველაფერს . ტენდენციებს რაც შეეხება არ არის აუცილებელი აიტაცო , მთავარია   მოგიხდეს . ან შეიძლება, მოგეწონოს სხვაზე რაიმე სამოსი და ერთი-ერთში კი არ უნდა გადავიტანოთ , არამედ  ინსპირაცია ავიღოთ.  როცა ფიქრობთ , რა ჩაიცვათ არ შეგეშინდეთ ფერების ან სხვადასხვა პრინტის შეხამების . მოდა თქვენია და ინსპირაციაც თქვენს ხელშია ! შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი "look"_ით ის, რასაც ხმამაღლა ვერ ამბობთ , არასდროს შეგეშინდეთ ორიგინალურობისა და გასხვავებულობის , არ იყოთ  ანალოგები და შეეცადეთ არ ჩაიცვათ ის რაც ყველას აცვია . მე მაგალითად, არ მიყვარს, როდესაც ჩემნაირი აცვია ვინმეს. მაკომპლექსებს და ხასიათს მიფუჭებს . ამოტომაც ვცდილობ მუდამ გამოვირჩეოდე . ბევრ კომპლიმენტს ვიღებ კომპეტენტური ადამიანებისგან და ეს მე სტიმულს მაძლევს უკეთესი ვიყო. ძალიან ბევრს აინტერესებს სად ვიძენ სამოსს . "mall"_ში  არასდროს მიყიდია ან თუნდაც ,სხვა პოპულარულ  მაღაზიაში . სადაც ერთ კონკრეტულ სამოსს 10 ანალოგი აქვს , მე ადგილები მაქვს, სადაც ხშირად მივდივარ და ვყიდულობ რაიმე უცხოს. ამიტომ არ მეშინია  , რომ ბევრს ეცმევა და ვინმეს დავემსგავსები. მოკლედ ამ თემაზე საუბაარს ვასრულებ . ჩემი რჩევა იქნება და მოხარული ვიქნები თუ გაითვალისწინებთ და დაგეხმარებათ ეს ბლოგი . იყავით ის , ვინც ხართ, გამოხატეთ თქვენს გარეგნობაში საკუთარი ჩაკეტილი "მე" ან თუნდაც ხასიათი . ეს განსხვავებულს , ბედნიერს და წარმატებულს გაგხდით . არ არის აუცილებელი კომფორტულად იყო , ნათქვამია ერთ-ერთი დიზაინერის მიერ "როდესაც თავს არაკომფორტულად გრძნობ , ესე იგი შენ მოდური ხარ " . ფიქრობ, მართლია ჩემთვის მთავარია , გემოვნებიანი "look"_ი  იყოს , ვიდრე კომფორტული და უგემოვნო . 
    შეგიძლიათ,  მომწეროთ თუ რამე საკითხი ან კითხვა გაწუხებთ და შევეცდები დაგეხმაროთ . მადლობა , მათ ვინც აქტიურად ადევნებს თვალს ჩემს ბლოგს .


Comments

Popular posts from this blog

ბიჭი წითელი ბერეტით

ვინ მიანიჭა დალი ჩიტალაძეს მოდის ექსპერტის წოდება?!

TBILISI FASHION WEEK (spring/summer 2019)