რუჯის მიღების კულტურა და მისი უარყოფითი მხარეები
ულტრაიისფერი სხივებით ვიტამინების მიღება, რუჯის კულტურა, რომლითაც ორივე სქესი ერთნაირადაა დაინტერესებული, რომელიც ბევრი უარყოფითი მხარეების მიუხედავად დღესაც არ კარგავს აქტუალობას. -აისახება თუ არა ჩვენზე ამ უარყოფითი მხარეების უგულველყოფა? მე, ხშირად მესმის შემზარავი ფაქტები რუჯის მოყვარულებზე. მაგალითად, თავბრუსხვევა, გულისწასვლა, კანის დაავადებები და უკიდურეს შემთხვევაში გარდაცვალებაც. ჩემი აზრით, რუჯი სილამაზის ერთ-ერთი გამოხატულებაა ასევე ეფექტურიც. რუჯის გარეშე ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თავს და მივიჩნევ, რომ ხანდახან სასარგებლოც კი არის, მე არ ვხმარობ ტონალურს და მსგავს საშუალებებს რადაგან ვთვლი, რომ როდესაც გაქვს რუჯი არაფერი აღარ არის საჭირო ყველა შენს ნაკლს ფარავს მაგალითად, უსიამოვნო გამონაყარს. ჩემთვის გასაკვირი არც ყოფილა როდესაც გავიგე, რომ რუჯი ეგვიპელებისგან შემოვიდა. თუმცა, რუჯი მათთვის იყო რიტუალური დანიშნულების. რუჯს ძირითადად დაბალი ფენის წარმომადგენლები ატარებდნენ, რასაც ვერ ვიტყვი იმ პერიოდიდან მოყოლებული, რ...