რატომ მგონია, რომ იტალიაში დავიბადე?



ადგილი სადაც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი. 
მისი ისტორია, კულტურა, მოსახლეობა თუ ნებისმიერი სხვა რამ, რაც მას უკავშირდება ჩემთვის გასაოცარია ყველაფერი მომწონს და მაინტერესებს, რაც მას ეხება. ეს არის _ იტალია. როდესაც, ხელოვნების ისტორიას ვსწავლობდი ვრწმუნდებოდი , რომ იტალია ჩემი მეორე სახლია და აუცილებლად გავხდები მისი  ნაწილი.
  იტალიაში სად ვიცხოვრებდი ? რა თქმა უნდა, მილანში ეს ხომ მოდის ქალაქია, მას განსაკუთრებული შარმი აქვს, რაც  თავს მაკარგვინებს. 



რენესანსის მოდა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის შემდგომ  განვითარებასთან და საკუთარი ინდივიდუალობის შეცნობასთან, პირველ რიგში იტალიაში ჩაისახა - აღორძინების ეპოქის აკვანში. იტალია ჯერ კიდევ შუა საუკუნეების პერიოდში განეკუთვნებოდა ევროპის მეტნაკლებად ცივილიზებული და კულტურული ქვეყნების რიცხვს, სადაც ჯერ კიდევ ცოცხლობდა ანტიკური კულტურის ტრადიციები და საკუთარი ისტორიული მნიშვნელობის შეგრძნება. ხელოვნური შემოქმედების ხარისხის საზომი აქ იყო ანტიკურობა. 


იტალიაში დაიბადა უამრავი ცნობილი ბრენდი, რომლებიც საუკეთესოს ტიტულს წლებია არ თმობენ. მაგალითად : ჯორჯო არმანი, პრადა, რობერტო კავალი, ვალენტინო, დოლჩე და გაბანა. 







 იტალიელები თბილი, სტუმართმოყვარე, ურთიერთობების მოყვარული ხალხია. მათ უყვართ საუბარში სხვების ჩართვა, ამიტომ პარკებსა და ქუჩებში ხშირად შევხვდებით ტკბილად მობაასე ხალხს და ისეთებსაც, რომლებიც მთელი გრძნობებით და ემოციებით საუბრობენ. 

იტალია გამოირჩევა თავისი მდიდარი კულტურით (იტალიის ბევრ პატარა თუ დიდ ქალაქში შევხვდებით ძველი ბერძნული და რომაული კულტურის ნაშთებს, ბაროკოსა და რენესანსის არქიტექტურას. ფერწერული ნამუშევრები, მარმარილოს ქანდაკებები და შადრევნები დღემდე პატივს მიაგებენ ხელოვნების ცნობილ მოღვაწეებს, როგორებიც იყვმენ ბერნინი, მიქელანჯელო და რაფაელი) , გემოვნებით, კერძებით ,(ვინ არ გიჟდება იტალიურ პიცაზე, პასტაზე, რიზოტოზე ) 



 ყველაზე სექსუალურ მამაკაცებსაც იტალიაში შევხვდებით ეს ცნობილი ფაქტია , ქლბატონები კი შეუდარებელნი არიან. 

იტალია მამაკაცური მოდის მექად ითვლება. იტალიელი მამაკაცები ატარებენ კარგად მომდგარ პიჯაკებს, არ ეშინიათ ფერების, თუნდაც ეს ისეთი ტრადიციული ქალური ფერები იყოს , როგორიცაა ვარდისფერი და იასამნისფერი. 
Sprezzatura_ეს არის მამაკაცური სახის სპეციფიკური მახასიათებელი, რაც დაუდევრობის ელემენტებს გულისხმობს. სწორედ ეს თვისება ასოცირდება ხშირ შემთხვევაში მამაკაცურ მომხიბვლელობასთან იტალიაში. 

  
იტალიელი ქალი უნიკალური და დახვეწილი სტილით გამოირჩევა. ის განსაკუთრებით გრაციოზული, სექსუალური და მიმზიდველია.

რა ახასიათებს იტალიელ ქალს ?
-ის არასოდეს გამოვა ქუჩაში მოუწესრიგებელი (მაღაზიაშიც კი არ ჩავა მომზადების გარეშე. ის ყოველთვის გლამურული და მიმზიდველია )

-იტალიელი ქალი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თეთრეულს, რომელიც სამოსის შიგნით აცვია.

-მუდამ ხაზს უსვამს თავის ღირსებას, გარეგნობის ყველაზე ლამაზ ნაწილს.  

-იტალიელმა ქალმა იცის, რომ ვიზუალს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ამოტომაც ყველაზე უხერხულ გზებზეც არ ერიდება მის ჩაცმას .

-იტალიელი ქალები უპირატესობას ანიჭებენ ქიშმირის ქსოვილისგან დამზადებულ სამოსს . ის უფრო ნაზი, ქალური და მომხიბვლელია.

-შლაპა ეს ერთ-ერთი განსაკუთრებული აქსესუარია. საღამოს ქუჩაში ერთი ქალი მაინც შეგხვდებათ შლაპით.

-კლასიკური სტილის ჩანთები მეტად პოპულარულია. ტყავის პატარა ჩანთები.

-მზის სათვალეს იტალიელები აღმერთებენ ! არ აქვს მნიშვნელობა ფერს, ფორმას მთავარია იმიჯს ესადაგებოდეს .



-სამკაული მათი აუცილებელი ნაწილია, იტალიელები ფიქრობენ, რომ, სწორედ სამკაული ქმნის მათ იმიჯს . ამიტომაც ატარებენ მასიურ ბეჭდებსა და სამაჯურებს ასევე გრძელ ძეწკვს კულონებით.  ასევე  ხიბლავთ აბრეშუმის დახვეწილი შარფები პრინტით.



იტალიელი ქალების "ლუქები" ძირითადად 2-3 ფერისგან შედგება. კაშკაშა ფერებს პოდიუმზე თუ შევხვდებით, ცხოვრებაში კი _ნაკლებად.

იტალიელი დიზაინერების გამონათქვამები: 

-ნურასოდეს გაიპრანჭებით ზედმეტად. გაცილებით მოდურად გამოიყუურება ის, ვინც გადაჭარბებულად არ ცდილობს მოდური იყოს. იყავით ბუნებრივები.


-კარგი ტანსაცმელი თავდაჯერებულობას შეგმატებთ, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ასევე საწინდარია, რომ სექსუალურად გამოიყურებოდეთ. 

-არასოდეს დაზოგოთ ფული ფეხსაცმელებში, ამით მხოლოდ წააგებთ. 

-ელეგანტურობა იმის საფუძველია, რომ არასდროს ჩამორჩეთ დროს. ეს სტილი არ მოგიმატებთ ასაკს. ჩემთვის სტილი გაცილებით მნისვნელოვანია ვიდრე წარმავალი მოდური ტენდენციები. 

-ახლა დიდი ყურადღება ექცევა აქსესუარებს. ცვალეთ ფეხსაცმელი, ქამრები, ჩანთები... ხშირად და ისეთ შთაბეჭდილებას დატოვებთ, რომ მუდმივად ახალი გაცვიათ. 

-კარგად შერჩეული სუნამო ძალიან ბევრს ნიშნავს. სურნელი პირველია რასაც ადამიანები აღიქვამენ თქვენი ოთახში შესვლისას და უკანასკნელია , როდესაც ოთახს ტოვებთ.










Comments

Popular posts from this blog

ბიჭი წითელი ბერეტით

ვინ მიანიჭა დალი ჩიტალაძეს მოდის ექსპერტის წოდება?!

TBILISI FASHION WEEK (spring/summer 2019)