სად შევიძინოთ ტანსაცმემლი, აქსესუარები იაფად და გემოვნებით

ტანსაცმელი ეს არის ის, რაც მე ბედნიერებას მანიჭებს. საქართველოში ძალიან განსხვავებული და გემოვნებიანი ხალხი ცხოვრობს. ეს ოდითგანვე ასე იყო და ახლა, ამას მსოფლიოც აღიარებს. თუმცა ამბობენ, რომ გემოვნებიანი, მაგრამ ღარიბი ხალხი ცხოვრობსო. ეს მართლაც ასეა . მე დიდი ხანია მეორადი ტანსაცმლის მაღაზიების მომხმარებელი ვარ, თუმცა ახლა ეს ტრენდად ითვლება. ძალიან ბევრი დადის, რადგან თუ გინდა გეცვას უცხოდ, მოდურად გემოვნებით და თან ხარისხიანად უნდა მოძებნო ზუსტად მეორადში, თუმცა ამას დრო სჭირდება, რადგან უნდა იპოვო ფუთებში სადაც ძალიან ბევრი სახის ტანსაცმელია. მაგრამ, შეიძლება ხელი ისეთ ბრენდს გამოჰკრა და ისე იაფად იყიდო შენთვითონ გაგიკვირდება. ამიტომ, გირჩევთ ცადოთ მეორადებში ბედი.
უკვე მთელ თბილისშია სხვადასხვა მეორადები, თუმცა ცნობილია სადგურის მოედანზე "ორსართულიანები" და ასევე წერეთლის 117 _ში. ეს ყველაზე მაშტაბური ადგილებია, სადაც წონითაც იყიდით და ისეც დაბალ ფასში. წინით, როდესაც ყიფულობ ძალიან მარტივია, რადგან ხშირად ერთი მაისური 1ლ ჯდება რა თქმა უნდა , ყველაფერს, რასაც ვყიდულობთ ქიმწმენდაში ვასუფთავებთ. ისეთი კარგი ტყავის ქოშები, სულ რაღაც 1 ლარად შეიძლება იყიდო კაზაჩოკები 5 ლ და შარვალი 8 ლარად მაქვს ნაყიდი. ისეთი უცხო და ხარისხიანი კომფორტული. ხშირად მიდიან გამოუცდელები მეორადებში და ვერაფერს ვერ ნახულობენ შემდეგ გაკვირვებულები გეკითხებიან სად პოულობთ ასეთ კარგ ტანსაცმელებს, რთულია ნამდვილად და ტაქტიკა უნდა ისწავლო პოვნის. დრო სჭირდება და ნერვები. ასე ,რომ ცადეთ თქვენც იქნებ, როგორი კარგია და ჯერ არ იცოდით.

Comments

Popular posts from this blog

ბიჭი წითელი ბერეტით

ვინ მიანიჭა დალი ჩიტალაძეს მოდის ექსპერტის წოდება?!

TBILISI FASHION WEEK (spring/summer 2019)