მაღალი მოდა გადაშენების პირას

მსოფლიო, განვითარების მწვერვალებს იპყრობს და ეს ხელს უშლის ადამიანის ფანტაზიას, აზროვნებას. მოდა გახდა ერთფეროვანი, დაიკარგა ფასეულობები. სამწუხაროდ, დიზაინერებს უწევთ პრეტაპორტეს ხაზზე მუშაობა და იმაზე ფიქრი, თუ რამდენად გაყიდვადი იქნება მათი შემოქმედება, თუ რა უნდა მომხმარებელს . ინსტაგრამი არის აპლიკაცია, რომელიც ინფორმაციის ყველაზე კარგი წყაროა. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი წერტილიდან ვადევნოთ თვალი მოდის კვირეულებს და ჩვენებები ვნახოთ პირდაპირ ეთერში. ეს, რა თქმა უნდა რაღაც მხრივ ძალიან კარგია მსოფლმხედველობის განვითარებისთვის. ჩემთვის მიუღებელია, მაგალითად ის, რომ უკვე ყველა ერთი და იგივე ტენდენციურ ნივთს ეტანება, ყველას ერთი სტილი ჩამოუყალიბდა. აღარ უწევთ ფიქრი, რას რა შეუხამონ, რადგან ინსტაგრამზე თვალს ადევნებენ ინფლუენსერებს, რომლებიც ძნელია ერთმანეთისგან გაარჩიო. შემოსავლებსაც კი აპლიკაციის საშუალებით იღებ და ამის გამო ერთფეროვანი ხდება ყველაფერი. მაღალი მოდა გადაშენების პირას არის, რადგან ერთჯერადი ხდება. ის, რაც ერთხელ უკვე მოირგეს და სოციალურ ქსელში გამოჩნდა გამოუსადეგარი ხდება. ამიტომ პრეტაპორტეს მომხმარებელმა საგრძნობლად იმატა.
ბოლო პერიოდში მოდა სიმახინჯეს უწევდა პროპაგანდას, რაც მე ძალიან მაშინებდა. რა თქმა უნდა ეს რაღაც დოზით საჭიროც იყო. რადგან ადამიანებს კომპლექსები და არასრულფასოვნების შეგრძნება დაეკარგათ და საკუთარი თავის სიყვარული შეძლებოდათ. თუმცა ვფიქრობ, საჭიროა მაღალი მოდის არსებობა და ინდივიდუალიზმი. მოდა ბეწვის ხიდზე დგას და არავინ იცის საით გადაიხრება, გაუფასურდება თუ ამაღლდება. ახლა კი დიდი მოლოდინი გვაქვს ყველას, ვინც მოდით არის დაინტერესებული თუ რას შემოგვთავაზებს დემნა გვასალია ამდენი წლის შემდეგ, Haute Couture-ში. მას ყველა დიდი მოლოდინით ველოდებით.

Comments

Popular posts from this blog

ბიჭი წითელი ბერეტით

ვინ მიანიჭა დალი ჩიტალაძეს მოდის ექსპერტის წოდება?!

TBILISI FASHION WEEK (spring/summer 2019)