TBILISI FASHION WEEK (spring/summer 2019)



   მიყვარს ოქტომბერი, ზაფხულის დიდი პაუზის შემდეგ, მეძლევა საშუალება გავეცნო ახალ კოლექციებსა და დიზაინერებს. თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი 18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 2019წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდის კვირეულს ღვინის ქარხანა N1 უმასპინძლებს, სადაც ჩატარდა მოდის კვირეულის პრესკომფერენცია და მართლაც, რომ საინტერესო ლოკაციაა. სტუმრებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ, როგორც მოდას ასევე ქართულ კულტურას. 



კვირეულმა დაამკვიდრა ტრადიცია და გახსნის დღეს ქართული კულტურისა ხელოვნების ლეგენდებს უთმობს. 18 ოქტომბერს, SOLO წარმოადგენს პროექტს-"Style Icon", რომელიც ჩატარდება მთაწმინდაზე. 

4 დღის განმავლობაში მე აქტიურად  ვიქნები ჩართული მოდის კვირეულის მიმდინარეობაში, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩემს სოციალურ საიტებზე. თქვენ, როგორც ჩვენებებსა და პერფორმანსებს, ასევე ქუჩის მოდასაც მიადევნებთ თვალყურს.ახალბედა ქართველ დიზაინერებთან ერთად ჩვენ გავეცნობით უცხოელი დიზაინერების ჩვენებებს. 

თბილისის მოდის კვირეულმა წელს მნიშვნელობა მიანიჭა  ხარისხს, სწორედ ამ პრინციპით შეირჩა დიზაინერები. 
მსოფლიოში ძალიან დიდი ტრენდი არის ''ეკო-მოდა''. საქართველოს აქვს კარგი შანსი გახდეს ''ეკო-მოდის ერთ-ერთი მიმდევარი. წელს ეკო სისტემა ტრენდად იქცა ამ კვირეულის ფარგლებში, ვერ მოესწრო ამ პროექტის რეალიზაცია, მაგრამ მომავალში დაგეგმილია, რომ მოდის კვირეულზე მონაწილე დიზაინერებმა გამოიყენონ ეკოლოგიური საღებავებით შეღებილი ნატურელური ნაჭრები. წელს ბრენდირება გაუკეთდება ქართულ პროდუქტს ქართულ ბაზარზე და ლოკაციებიც სწორედ ამ მიმართულებით შეირჩა. 



 თბილისის მოდის კვირეულს ქართველ ბლოგერებთან ერთად 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, რომელთა სორისაა: Vogue ( Italia, Russia,Turkey, Ukraine, Poland), Harper's Bazaar Ukraine, NOWFASHION, Elle Ukraine, WhoWhatWear & so on.

რაც შეეხება კვირეულის კკომერციულ ნაწილს, ამ სეზონზეც სააგენტოს "აწარმოე საქართველოში'' ხელშეწყობით რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა თბილისში და ქართველ  დიზაინერებს მიეცემათ შანსი საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ პარტნიორებთან როგორებიც არის: MARDE(Cyprus), ESPACE,EARLI MORNING(Paris) and so on.




Comments

Popular posts from this blog

ბიჭი წითელი ბერეტით

ვინ მიანიჭა დალი ჩიტალაძეს მოდის ექსპერტის წოდება?!