ვინ მიანიჭა დალი ჩიტალაძეს მოდის ექსპერტის წოდება?!


მოდის ექსპერტი,ბლოგერი -დალი ჩიტალაძე




 ბლოგი, ეს არის ჩემი ემოციების და გემოვნების გამოხატულება . არ მიყვარს რაღაცაზე ან ვიღაცაზე უბრალოდ წერა . ყოველთვის იმ თემაზე და ადამიანებზე ვცდილოვბ ყურადღების გამახვებას ვინც მართლა ნიჭიერი დასაფასებელი და ჩემთვის განსაკუთრებულია. და რა თქმა უნდა რომ პირველი ვინც შემიძლია თამამად დავასახელო დალია. ასეთი ქალები დღეს ძალიან ცოტაა ალბათ ვერ დავატევ ყველაფერს ამ პატარა სტატიაში მაგრამ შევეცდები გაგაცნოთ და ახლოდან დაგანახოთ მისი პიროვნება. ჩემი წარმატებული ნაბიჯები ხშირ შემთხვევაში დალის გვერდში დგომით არის გამოწვეული ყოველთვის ცდილობს მეტი
ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდოს. სულ მსაყვედურობს რომ უფრო ხშირად ვნახო და ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ გავიგო. მომავლისთვის მაძლევს რჩევებს და არასდროს ვაგებ მისი წყალობით. თბილზე თბილი და კეთილია ადამიანი რომელსაც უყვარს გრძნობები ცხოვრება და ყველაფერი რაც ბედნიერებას იწვევს. სიურპრიზები დალის განუყოფელი ნაწილია ჩემი ბლოგისთვის მის საყვარელ ყვავილებში გავაკეთეთ ფოტოსესია ორი დღე ვიმუშავეთ და მეგობრების გულებიც გავახარეთ იასამნები დავკრიფეთ და დავარიგეთ ამას ყველა ვერ მოიფიქრებდა ის არის მართლაც შეუდარებელი მეგობარი და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ყოველთვის მაქვს მისი გვერდში დგომის იმედი. როდესაც ჩემში ხედავს კარგს და დიდ პოტენციალს ეს მაძლევს ძალას გავაკეთო ის რაც მინდა ცხოვრებაში. ვიყო მყარი ჩემს პროფესიაში არ არსებობს რომ მისი ნახვის შემდეგ რაღაც ახალი იდეა არ მომივიდეს თავში. ის მუდამ ნაყოფიერს ხდის დღეს.
ჩემთვის მნიშვნელოვანია აგიხსნათ თუ ვინ არის დალი. ჩემი აზრით, ერთადერთი მოდის ექსპერტი საქართველოში. ბევრი ამ ფაქტს აბუჩად იგდებს და ამბობენ ვინ მისცა ეს წოდებაო, არ სჭირდება თავისი საქმის პროფესიონალს ადამიანი, ვინც რაიმე სახელს, თანამდებობას მიაკუთვნებს ამით ცხოვრება გასაჩუქრებს და დიდი გამოცდილება, რაც ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი ნამდვილად აქვს მას. ადამინში ყველაფერი დადებითი დასაფასებელია.

მე და დალი ხშირად ვსაუბრობთ წარსულზე იმ განვლილ ცხოვრებაზე რაც მის ცხოვრებაში იყო გარდამტეხი ის იხსენებს იმ პერიოდს როდესაც არც სოციალური ქსელია არც ტექნიკა ამასთან არც დენი და გაზი არ იყო. შესაბამისად ისეთი აწყობილი და მარტივი ცხოვრება, როგორიც ახლაა. მაგრამ დალის ბავშვობიდან მოდა სწყუროდა.




დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი მოდასთან ზიარება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც დავიბადე, რაც მახსოვრობა დამეწყო. ჩემთვის ჩაცმას და გარეგნობას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მძაფრად მახსოვს ერთი მომენტი, როდესაც გავიღვიძე და ძებნა დავიწყე კაბის, რომელიც არ ვიცი სიზმარში ვნახე თუ რა იყო, მაგრამ ზუსტად ისეთი ყვითელი, ნამდვილი ჩინური ბატისტის კაბა მინდოდა, რომელზეც პატარა იხვები  იყო ამოქარგული, თეთრი საყელოთი,  კრუჟაოთი. ჩვენ დროს ძალიან ლამაზი კაბები იყო. გადავრიე ბებიაჩემი , ჩავბჟირდი ისე მინდოდა წამიყვანა მაღაზიებში. ასეთი?! - მეკითხება მე ტირილით ვეუბნები - ,,არაა ყვითელი იხვებიანი". ადრე არ იყო მოდა ასეთი ხელმისაწვდომი თუმცა დედაჩემს მოჰქონდა გერმანული ჟურნალები და ვათვალიერებდი, ვეუბნებოდი ეს მომწონსთქო და დავყავდი მკერავებთან და ვიკერავდით. კომუნისტების დროს ასეთი ჩაკეტილი იყო ყველაფერი. უნდა გეყიდა მატერია და გყოლოდა მკერავი, ისე არ გამოდიოდა, ყველაფერს თავისი მკერავი ჰყავდა, ფეხსაცმლის ცალკე იყო, კაბის ცალკე და ასე შემდეგ. ხოლო როდესაც წამოვიზარდე სეზონების მიხედვით ვუკვეთავდი დედაჩემს ასეთი მინდა, ისეთი მინდათქო და დედაჩემიც ჩემს კაპრიზებს მისრულებდა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის მოსწავლე ვიყავი და ფორმები გვეცვა - ყავისფერი კაბა თეთრი საყელოთი და წინსაფრებით, რომელიც ახლა დემნა გვასალიამ ვეტმოს კოლექციაში გამოიყენა. ვუყურებდი ჩვენებას და ზუსტად ჩემი სკოლის ფორმა იყო გამოყენებული. ეს ძალიან მახარებს რა თქმა უნდა, რადგან ის ყველაფერი რაც ჩვენს დროს სკოლის ფორმა იყო ახლა გაატრენდა მთელ მსოფლიოში. ძალიან მომწონს მისი გონებრივი გაქანება. აღარ დავიწყებ ჩემი თავის ქებას, მაგრამ ვიცოდი ყოველთვის რომ გამოვირჩეოდი, მაგრამ ამ ყველაფერს ვიკერავდით იშვიათად თუ ვიღაც "სპეკულიანტები" ჩამოიტანდნენ “ცივილიზაციიდან” ტანსაცმელებს, რომლებიც ძალიან ძვირი იყო. მაშინ მანქანა 6000 მანეთი ღირდა და ერთხელ გავბედე და 3000 მანეთი მივეცი კაბაში. ამით ის მინდა ვთქვა, თუ როგორი ძვირი იყო ცნობილი ბრენდების სამოსი. არასდროს დამავიწყდება თბილისის მოდის კვირეულის პირველი სეზონი. ჩამოსული იყვნენ ფრანგი ბლოგერები, მოდის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები და თამუნა ინგოროყვა აცნობს ჩემს თავს ერთ-ერთს, რომ ეს ქალბატონი დალი იყო ჩვენი მოდის საზომი, რაც დალის ეცვა ესე იგი მოდაში იყოო. ამით ის მინდა ვთქვა, რომ თამუნა ინგოროყვას მსგავსი ბავშვები, რომელიც ახლა წამყვანი დიზაინერები არიან ჩემით საზღვრავდნენ მოდას . ამით რა მინდა ვთქვა, რომ  მოდის ექსპერტობა არ არის პროფესია, ეს უნდა გიწოდონ განვლილი ცხოვრების წესით და სტილით. ეს იმდენად გამჯდარია ჩემში, რომ როდესაც ამერიკაში გადავედი ემიგრაციაში იმის მიუხედავად, რომ კონსერვატორია მაქვს დამთავრებული ზუსტად ვიცოდი რითი მერჩინა თავი და რა მომწონდა, ეს იყო მოდა. წავედი VERSACE-სთან და იქაც დაინახეს ჩემი ნიჭი, თუ როგორ ვაწყობდი ლუქებს, როგორ ვურჩევდი ცნობილ ადამიანებს ტანსაცმელს. არ აქვს მნიშვნელობა ის მილიონერი იქნებოდა, მეცნიერი, მსახიობი თუ მომღერალი. ვინც არ უნდა ყოფილიყო ყოველთვის ვიცოდი ვისთვის რა უნდა შემეთავაზებინა, პრინცი რომ შემოვიდოდა თავისი ამალით თუ ბიზნეს ლედისთვის როგორ ჩამეცვა. მათ ისე მოვწონდი რომ უკვე სახლშიც კი არ წყდებოდა ზარები ეს რომ შემირჩიე რა ჩანთა დავიჭირო ამ ლუქზეო და მე უკვე გიჟს ვგავდი, სახლში მაინც დამასვენეთთქო. მოდის ექსპერტობა სხვა არის, კრიტიკოსობა კიდე სხვა მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ მოდის ექსპერტი, რადგან შემიძლია გირჩიო, გასწავლო და ამ ექსპერტის წოდება განვლილი ცხოვრებით უნდა დაიმსახურო. 20 წლის ბავშვს ვერ მისცემ ამ წოდებას, რადგან ექსპერტისთვის ბევრი რამის ცოდნაა საჭირო. უნდა ერკვეოდე წვრილმანებშიც კი, თუნდაც "სტროჩკი" როგორ არის გაკეთებული, ღილი დაკერებული და ასე შემდეგ. ამ ყველაფრით ხვდები არის თუ არა კარგი ეს სამოსი, ხარისხიანი, ყველაფერი ამის გარჩევა როცა შეგიძლია და ამ პროფესიაში ხარ ნამოღვაწარი შეგიძლია იყო ექსპერტი და ეს მარტო ჩემიდან გამომდინარე  არაა, ასე შემარქვეს. და როდესაც ამ ყველაფერს განათლება და ინტელექტი ემატება, როდესაც შემიძლია ვასწავლო, დავანახო, ეს კიდევ სხვა რაღაც არის. არ უნდა ანდო შენი სთაილინგი გამოუცდელ ადამიანს. ძალიან გამოცდილს და გემოვნებიანს უნდა ანდო, თუმცა გემოვნებიანი მხოლოდ იბადები, ამას შემდეგ ვერ შეიძენ, მაგრამ ამ ნიჭს უნდა განვითარება. მნიშვნელოვანია თუ როგორ წრეში მოძრაობ, ვისთან მუშაობ, როგორ მუშაობ და როგორ ამუშავებ ინფორმაციას. მსმენია ეს ვინაა, რატომ არის ექსპერტიო. შეიძლება დაამთავრო ეს სფერო, მაგრამ საქართველოში იმ ხარისხს არ აძლევენ რაც საჭიროა მოდის სფეროში. შენ თავად უნდა განივითარო თავი . ნიჭი ყველაზე მთავარია და მისი განვითარება უმთავრესი. იმდენად ბევრი ფიქრი სჭირდება ჩაცმას ჩემიდან გამომდინარე, რომ როდესაც თანამდებობაზე ხარ და დრო არ გაქვს მაგისთვის ვარსებობთ სთაილინგის მცოდნეები, რომ დავეხმაროთ მათ და ეს პროფესია ყოველთვის აქტუალური იქნება.



რადგან საქართველოში ვცხოვრობ ვცდილობ ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი მეცვას და მყავს ჩემი ფავორიტებიც. ფეხსაცმლის წარმოება ჯერ კარგად განვითარებული არაა საქართველოში, თუმცა ნინა ზარქუამ დაიწყო კარგად და ნამდვილად გაამართლა მისმა წამოწყებამ ,მაგრამ ძირითადად საზღვარ გარეთ ყიდვა ან გამოწერა მიწევს. ბევრი მაღაზიებია, მაგრამ მე რაც მომწონს აქ არ არის და ფეიქების დიდი პრობლემა გვაქვს. სპეციალურად შევდივარ და იმხელა ფასები ადევს ვითომ შანელს და გუჩის, თითქოს ორიგინალია. იმედი მაქვს ფეიქები ჩვენთანაც აიკრძალება და ეკონომიკა განვითარდება.

საინტერესო რასაც მომავალში ვგეგმავ არის მოდის კურსები, სადაც ახალგაზრდები შეისწავლიან ბლოგერობას, buyer-ის პროფესიას, როგორ შეიძინონ კოლექცია, როგორ გააკეთონ მაღაზია და ძალიან დიდი იმედი მაქვს სექტემბრიდან გვექნება ეს სკოლა და ამ ყველაფერს წინასწარ დავაანონსებთ.


                                                                                                 Photography : George Nazgaidze
                                                                                                 Model:Dali Chitaladze
                                                                                                 

Comments

Popular posts from this blog

ბიჭი წითელი ბერეტით

TBILISI FASHION WEEK (spring/summer 2019)