2018 წლის ტენდენციები

გთავაზობთ 2018 წლის ქუჩის მოდას , სადაც კარგად ჩანს თუ რა ტენდენციებია წელს ,  როგორ უნდა განვაახლოთ გარდერობი და რაზე შევაჩეროთ არჩევანი . წელს უნდა ვანათებდეთ ბზინვარება წლის საუკეთესო ტენდენცია და არჩევანია. ფერები მრავალფეროვანია , შეგვიძლია ბევრი ექსპერიმენტის ჩატარება ლუქის არჩევისას .  მოდის ჩვენებებისა და ბლოგერების ქუჩის სტილის გათვალისწინებით , სავარაუდოა ,რომ წელს რამდენიმე ტრენდი აქტიურად დამკვიდრდება , ზოგიერთი კი დავიწყებას მიეცემა.


ანუკი არეშიძის კოლექციაში ბზინვარე ფაქტურა  ჭარბადაა გამოყენებული .




                                                                                                          წელს ფერების კოლორიტი ნამდვილად ტენდენციურია. გადავხედოთ მოდის კვირეულებზე მყოფი ხალხის ჩაცმულობას და  მათ ფერთა გამას, ასევე საინტერესოდ აწყობილ ლუქებს  .  

























წითელი არ კარგავს აქტუალურობას . 






ყვითელი და ლურჯი ფერიც ტენდენციურია წელს გამონათება ნამდვილად გვჭირდებოდა .



 წითელი ჩექმა წელს როგორც არასდროს ძალიან მოდურია.





Versace_ს 2018 წლის გაზაფხულის კოლექციების ჩვენებებიდან და მილანის მოდის კვირეულის შედეგად გამოიკვეთა , რომ წელს მხატვრობა და მოდა ერთმანეთთან აქტიურ კავშირში იქნება . აქსესუარსა თუ სამოსზე ფერადი პრინტები უკვე გამოიყენეს . 




     2018 წელის გაზაფხულზე 60_იანი წლების ყვავილებიანი პრინტი აქტიურად შეგვხვდება , საქართველოში ეს პრინტი ძალიან პოპულარულია . აღნიშნული პრინტი წელს Marc Jacobs_მა   , Balenciaga_ მ და   kenzo_მ გამოიყენეს .  შოტლანდიური პრინტი ბევრმა დიზაინერმა გამოიყენა , წელს როგორც ფერადი შოტლანდიური პრინტის პალტოები ისე ფეხსაცმელი და სხვა აქსესუარები იქნება მოდაში .











 2018 წელს დომინანტი ძირითადად , პასტელის ჩრდილებში გადაწყვეტილი იისფერი იქნება . შეიძლება , ოფიციალურ ფერადაც დასახელდეს. ასევე გაცრეცილი ვარდისფერიც პოპულარული იქნება წელს .













 მუქი ფერის ჯინსის ახალი ტალღა წელს აქტიურად  წამოვიდა . წელს ეს ტენდენცია შემოგვთავაზეს Fendi_მ   , Tom Ford _მა და   Chloe_მ .







 წელის ჩანთები არც წელს კარგავენ აქტუალურობას და მსგავსი ჩანთები აქტიურად დომინირებს კოლექციებში .  ისევე როგორც ტრენჩი , ფოჩიც ისეთი პოპულარული იქნება , როგორც არასდროს . 






























წელს  Calvin klein _ ი  , Valentino  და Chanel_ი გვეუბნებიან და გვთავაზობენ , პლასტიკის ფეხსაცმელი ჩავიცვათ , რომელიც წვიმაში მისწრებაა . 
   
      

Comments

  1. Luxury Tiny Earrings | The Tinted Women
    You'll be the best choice to buy is titanium a conductor the luxury titanium joes Tiny Earrings at microtouch titanium trim walmart the best price in Australia. ✓ Shop online from titanium trim Tinted Women ✓ Discount babyliss pro nano titanium flat iron online at

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ბიჭი წითელი ბერეტით

ვინ მიანიჭა დალი ჩიტალაძეს მოდის ექსპერტის წოდება?!

TBILISI FASHION WEEK (spring/summer 2019)