2018 წლის ტენდენციები
გთავაზობთ 2018 წლის ქუჩის მოდას , სადაც კარგად ჩანს თუ რა ტენდენციებია წელს , როგორ უნდა განვაახლოთ გარდერობი და რაზე შევაჩეროთ არჩევანი . წელს უნდა ვანათებდეთ ბზინვარება წლის საუკეთესო ტენდენცია და არჩევანია. ფერები მრავალფეროვანია , შეგვიძლია ბევრი ექსპერიმენტის ჩატარება ლუქის არჩევისას . მოდის ჩვენებებისა და ბლოგერების ქუჩის სტილის გათვალისწინებით , სავარაუდოა ,რომ წელს რამდენიმე ტრენდი აქტიურად დამკვიდრდება , ზოგიერთი კი დავიწყებას მიეცემა.ანუკი არეშიძის კოლექციაში ბზინვარე ფაქტურა ჭარბადაა გამოყენებული .

წელს ფერების კოლორიტი ნამდვილად ტენდენციურია. გადავხედოთ მოდის კვირეულებზე მყოფი ხალხის ჩაცმულობას და მათ ფერთა გამას, ასევე საინტერესოდ აწყობილ ლუქებს . 
წითელი არ კარგავს აქტუალურობას .
ყვითელი და ლურჯი ფერიც ტენდენციურია წელს გამონათება ნამდვილად გვჭირდებოდა .

წითელი ჩექმა წელს როგორც არასდროს ძალიან მოდურია.
Versace_ს 2018 წლის გაზაფხულის კოლექციების ჩვენებებიდან და მილანის მოდის კვირეულის შედეგად გამოიკვეთა , რომ წელს მხატვრობა და მოდა ერთმანეთთან აქტიურ კავშირში იქნება . აქსესუარსა თუ სამოსზე ფერადი პრინტები უკვე გამოიყენეს .
2018 წელის გაზაფხულზე 60_იანი წლების ყვავილებიანი პრინტი აქტიურად შეგვხვდება , საქართველოში ეს პრინტი ძალიან პოპულარულია . აღნიშნული პრინტი წელს Marc Jacobs_მა , Balenciaga_ მ და kenzo_მ გამოიყენეს . შოტლანდიური პრინტი ბევრმა დიზაინერმა გამოიყენა , წელს როგორც ფერადი შოტლანდიური პრინტის პალტოები ისე ფეხსაცმელი და სხვა აქსესუარები იქნება მოდაში .

2018 წელს დომინანტი ძირითადად , პასტელის ჩრდილებში გადაწყვეტილი იისფერი იქნება . შეიძლება , ოფიციალურ ფერადაც დასახელდეს. ასევე გაცრეცილი ვარდისფერიც პოპულარული იქნება წელს .




წელს Calvin klein _ ი , Valentino და Chanel_ი გვეუბნებიან და გვთავაზობენ , პლასტიკის ფეხსაცმელი ჩავიცვათ , რომელიც წვიმაში მისწრებაა .

































Luxury Tiny Earrings | The Tinted Women
ReplyDeleteYou'll be the best choice to buy is titanium a conductor the luxury titanium joes Tiny Earrings at microtouch titanium trim walmart the best price in Australia. ✓ Shop online from titanium trim Tinted Women ✓ Discount babyliss pro nano titanium flat iron online at