Posts

ვინ მიანიჭა დალი ჩიტალაძეს მოდის ექსპერტის წოდება?!

Image
მოდის ექსპერტი,ბლოგერი -დალი ჩიტალაძე   ბლოგი, ეს არის ჩემი ემოციების და გემოვნების გამოხატულება . არ მიყვარს რაღაცაზე ან ვიღაცაზე უბრალოდ წერა . ყოველთვის იმ თემაზე და ადამიანებზე ვცდილოვბ ყურადღების გამახვებას ვინც მართლა ნიჭიერი დასაფასებელი და ჩემთვის განსაკუთრებულია. და რა თქმა უნდა რომ პირველი ვინც შემიძლია თამამად დავასახელო დალია. ასეთი ქალები დღეს ძალიან ცოტაა ალბათ ვერ დავატევ ყველაფერს ამ პატარა სტატიაში მაგრამ შევეცდები გაგაცნოთ და ახლოდან დაგანახოთ მისი პიროვნება. ჩემი წარმატებული ნაბიჯები ხშირ შემთხვევაში დალის გვერდში დგომით არის გამოწვეული ყოველთვის ცდილობს მეტი ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდოს. სულ მსაყვედურობს რომ უფრო ხშირად ვნახო და ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ გავიგო. მომავლისთვის მაძლევს რჩევებს და არასდროს ვაგებ მისი წყალობით. თბილზე თბილი და კეთილია ადამიანი რომელსაც უყვარს გრძნობები ცხოვრება და ყველაფერი რაც ბედნიერებას იწვევს. სიურპრიზები დალის განუყოფელი ნაწილია ჩემი ბლოგისთვის მის საყვარელ ყვავილებში გავაკეთეთ ფოტოსესი...

ბიჭი წითელი ბერეტით

Image
თბილისში, სულ რამდენიმე წელია, რაც განვითარებადი გახდა ღამის ცხოვრება. რაც ჩემი აზრით, ძალიან დასაფასებელი და აღსანიშნავია. ტურისტები ხშირ შემთხვევაში კლუბის გამო ჩამოდიან, რადგან ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით საკმაოდ განვითარებულია. ჩემთვის განტვირთვის საათები სწორედ ღამით იწყება და მუსიკასთან ერთად სიამოვნებას ვიღებ იმ საზოგადოებით, რომლებიც განსაკუთრებულად უდგებიან ჩაცმის სტილს. ბედნიერი ვარ, როდესაც ამდენ განსხვავებულ, დახვეწილ, გემოვნებიან ადამიანს ვხედავ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ თავს გამოხატავენ და იმ გრძნობებს, ემოციას, რასაც მთელი კვირის მანძილზე აგროვებენ. არ მესმის, იმ ხალხის ვინც ჩვენ გვზღუდავს, ცალი თვალით გვიყურებს და ფიქრობს, თუ რა საცოდავები და ამაზრზენები ვართ. ამ დროს ისინი სულაც არ გვიცნობენ, ამიტომაც არასწორად აფასებენ ადამიანებს, თუნდაც მათ ვინც განსხვავდება თავისი შეხედულებით ორიენტაციით ან რაიმე სხვა დამახასიათებელი ნიშნით. ელექტრონული მუსიკა თანხვედრაშია მოდასთან და  სტილთან ხშირად ხდება ინსპირაციის წყარო თუ ინტერესის ობიექტი. კლუბში დადებით ემოციას, ...

MBFWT SS19

Image
სეზონიდან სეზონამდე  მოლოდინი გვაქვს მოდის კვირეულის და ახალი კოლექციების, ტრენდების. 5 დღე გვივსებს ცხოვრებას და გვავსებს სასიამოვნო სიახლეებითა და ემოციებით. ყოველ სეზონზე არის გაუმჯობესებული კვირეული, უფრო ვითარდებით და ვიხვეწებით ბევრი გამოცემა, ბლოგერი, ფოტოგრაფი, კრიტიკოსი და ბაერი  ინტერესდება საქართველოთი, ქართული მოდით. ასეთი წარმატებისთვის ქართველ წარმატებულ დიზაინერებსა და რა თქმა უნდა სოფო ჭყონიას უნდა ვუმადლოდეთ. სოფო არის თავისი საქმის პროფესიონალი ზუსტად იცის რა უნდა გააკეთის და როგორ უნდა განავითაროს ქართული მოდა.   გაზაფხული/ზაფხული 2019 წლის კოლექციები ნამდვილად აღსანიშნავია. მოდის ჩვენება მაშინ არის შემდგარი, როდესაც კოლექცია მუსიკა და ლოკაცია ერწყმის ერთმანეთს და ახდენს ფურორს დამსწრე საზოგადოებაზე. ამ სეზონზე მე არ შემიძლია არ ავღნიშნო Situationist_ი, ირაკლი რუსაძემ ჩვენება კლუბ ბასიანზე მოაწყო და ჰოლივუდური რიტმიც დაუმატა ამ ყველაფერს  იყო სასწაული გარემო, მუსიკა, კოლექცია და ასევე მოდელები. ნამდვილად, რომ ირაკლი რუსაძეს შეგ...

TBILISI FASHION WEEK (spring/summer 2019)

Image
   მიყვარს ოქტომბერი, ზაფხულის დიდი პაუზის შემდეგ, მეძლევა საშუალება გავეცნო ახალ კოლექციებსა და დიზაინერებს. თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი 18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 2019წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდის კვირეულს ღვინის ქარხანა N1 უმასპინძლებს, სადაც ჩატარდა მოდის კვირეულის პრესკომფერენცია და მართლაც, რომ საინტერესო ლოკაციაა. სტუმრებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ, როგორც მოდას ასევე ქართულ კულტურას.  კვირეულმა დაამკვიდრა ტრადიცია და გახსნის დღეს ქართული კულტურისა ხელოვნების ლეგენდებს უთმობს. 18 ოქტომბერს, SOLO წარმოადგენს პროექტს-"Style Icon", რომელიც ჩატარდება მთაწმინდაზე.  4 დღის განმავლობაში მე აქტიურად  ვიქნები ჩართული მოდის კვირეულის მიმდინარეობაში, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩემს სოციალურ საიტებზე. თქვენ, როგორც ჩვენებებსა და პერფორმანსებს, ასევე ქუჩის მოდასაც მიადევნებთ თვალყურს.ახალბედა ქართველ დიზაინერებთან ერთად ჩვენ გავეცნობით უცხოელი დიზაინერების ჩვენებებს.  თბილისის მოდის კვირეულმა წელს მნიშვნელობა მია...

რუჯის მიღების კულტურა და მისი უარყოფითი მხარეები

Image
ულტრაიისფერი სხივებით ვიტამინების მიღება, რუჯის კულტურა, რომლითაც ორივე სქესი ერთნაირადაა დაინტერესებული, რომელიც ბევრი უარყოფითი მხარეების მიუხედავად დღესაც არ კარგავს აქტუალობას.  -აისახება თუ არა ჩვენზე ამ უარყოფითი მხარეების უგულველყოფა?  მე, ხშირად მესმის შემზარავი ფაქტები რუჯის მოყვარულებზე. მაგალითად, თავბრუსხვევა, გულისწასვლა, კანის დაავადებები  და უკიდურეს შემთხვევაში გარდაცვალებაც.  ჩემი აზრით, რუჯი სილამაზის ერთ-ერთი გამოხატულებაა ასევე ეფექტურიც. რუჯის გარეშე ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თავს და მივიჩნევ, რომ ხანდახან სასარგებლოც კი არის, მე არ ვხმარობ ტონალურს და მსგავს საშუალებებს რადაგან ვთვლი, რომ როდესაც გაქვს რუჯი არაფერი აღარ არის საჭირო ყველა შენს ნაკლს ფარავს მაგალითად, უსიამოვნო გამონაყარს. ჩემთვის გასაკვირი არც ყოფილა როდესაც გავიგე, რომ რუჯი ეგვიპელებისგან შემოვიდა. თუმცა, რუჯი მათთვის იყო რიტუალური დანიშნულების. რუჯს ძირითადად დაბალი ფენის წარმომადგენლები ატარებდნენ, რასაც ვერ ვიტყვი იმ პერიოდიდან მოყოლებული, რ...

რატომ მგონია, რომ იტალიაში დავიბადე?

Image
ადგილი სადაც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი.  მისი ისტორია, კულტურა, მოსახლეობა თუ ნებისმიერი სხვა რამ, რაც მას უკავშირდება ჩემთვის გასაოცარია ყველაფერი მომწონს და მაინტერესებს, რაც მას ეხება. ეს არის _ იტალია. როდესაც, ხელოვნების ისტორიას ვსწავლობდი ვრწმუნდებოდი , რომ იტალია ჩემი მეორე სახლია და აუცილებლად გავხდები მისი  ნაწილი.   იტალიაში სად ვიცხოვრებდი ? რა თქმა უნდა, მილანში ეს ხომ მოდის ქალაქია, მას განსაკუთრებული შარმი აქვს, რაც  თავს მაკარგვინებს.  რენესანსის მოდა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის შემდგომ  განვითარებასთან და საკუთარი ინდივიდუალობის შეცნობასთან, პირველ რიგში იტალიაში ჩაისახა - აღორძინების ეპოქის აკვანში. იტალია ჯერ კიდევ შუა საუკუნეების პერიოდში განეკუთვნებოდა ევროპის მეტნაკლებად ცივილიზებული და კულტურული ქვეყნების რიცხვს, სადაც ჯერ კიდევ ცოცხლობდა ანტიკური კულტურის ტრადიციები და საკუთარი ისტორიული მნიშვნელობის შეგრძნება. ხელოვნური შემოქმედების ხარისხის საზომი აქ იყო ანტიკურობა.  იტალიაში დაიბადა უამრავი ...